ირაკლი ჩიქოვანი: ძალიან ცუდია და სამწუხაროა, როდესაც მნიშვნელოვანი მედიასაშუალებები არასწორი ინფორმაციით ხელმძღვანელობენ

Read Time:24 Second

ძალიან ცუდია და სამწუხაროა, როდესაც მნიშვნელოვანი მედიასაშუალებების ეთერში ხვდება არასწორი ინფორმაცია და ისინი ამ ინფორმაციით ხელმძღვანელობენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა სი-ენ-ენის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე საუბრისას.

„ჩვენ ვხვდებით, თუ რამხელა მასშტაბის დაპირისპირებაა. ძალიან კონკრეტული პასუხი იქნა გაცემული და თან კონკრეტული არგუმენტებით, სადაც ნაჩვენებია საქართველოს ეკონომიკური განვითარება და ეკონომიკური წინსვლა. რუსეთთან ეკონომიკური კავშირების ზრდა სხვა ეკონომიკურ აქტივობებთან შედარებით არის გაცილებით დაბალი. ჩვენ გაგვეზარდა ექსპორტის მაჩვენებლები ბევრ ქვეყანასთან და რუსეთთან გაზრდილი ექსპორტი არის საშუალოზე დაბალი“, – განაცხადა ჩიქოვანმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თამარ ჩიბურდანიძე-“საქართველოს ხელისუფლება, რომელმაც აქამდე მშვიდობა კბილებით მოიტანა, საქართველოს ომში ჩართვას არ დაუშვებს”
Next post “არ ვნანობ ჩემი შვილი რომ მოვკალი..” – ნახეთ დედამ 22 წლის შვილი თავად მოკლა, იხილეთ რატომ