ირაკლი ჩიქოვანი – ჩვენ მივაღწიეთ და ბოლო რვა წლის განმავლობაში მთავარი საზრუნავი გავხადეთ მოქალაქე

Read Time:1 Minute, 8 Second

,,ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ჩიქოვანმა მოსახლეობასთან შეხვედრები დღეს ორსანტიაში, ცვანესა და ერგეტაში გამართა. კანდიდატი ადგილობრივებს სამომავლო გეგმებზე ესაუბრა და პარტიის ხედვები და მომავალი ოთხი წლის მთავარი პრიორიტეტული მიმართულებები გააცნო.

,,ორსანტია საოკუპაციო ხაზთან მდებარე ძალიან ლამაზი და ინფრასტრუქტურულად მოწესრიგებული სოფელია. ეკონომიკური წარმატებისა და მოსახლეობის კეთილდღეობისთვის სწორედ გამართულ ინფრასტრუქტურას აქვს საკვანძო მნიშვნელობა – საავტომობილო გზების, სკოლების, საბავშვო ბაღების, ამბულატორიების,  ცენტრალური სტადიონის, წყალმომარაგებისა და სხვა არაერთი პროექტი, რომელიც მიმდინარეობს, გაგრძელდება ეფექტიანად და სწრაფად. ჩემი ამოცანა  იქნება  ზუგდიდში ფართომასშტაბიანი ინფრასტრუქტურული პროექტების მხარდაჭერა,   რომლებიც ჩვენი მუნიციპალიტეტის განვითარებას უზრუნველყოფს. ამ მხრივ ბევრი გაკეთდა, ბევრი მიმდინარე პროექტებია და გვაქვს სამომავლო გეგმებიც“ – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

ირაკლი ჩიქოვანმა დღეს გამართულ შეხვედრაზე ჯანდაცვის მიმართულებით განხორციელებულ პროექტებზეც ისაუბრა:

,,საქართველოს არ ჰყოლია ხელისუფლება, რომელიც ასე გულისხმიერია საკუთარი ხალხის მოთხოვნების მიმართ,  რა თქმა უნდა არის ბევრი გამოწვევა და ბევრი საკითხი რაზეც ჩვენ გადაწყვეტილებები გვაქვს მისაღები, მაგრამ გულისხმიერი და თანამდგომი ხელისუფლების პირობა დააკმაყოფილა ამ ხელისუფლებამ. მთავარი არის ის, რომ ჩვენ მივაღწიეთ და ბოლო რვა წლის განმავლობაში მთავარი საზრუნავი გავხადეთ მოქალაქე. ჩვენი ჯანდაცვის სისტემა დღეს ყველაზე მეტად არის მოქალაქეზე ორიენტირებული, ვიდრე ოდესმე ყოფილა, ეს მისაბაძია  ბევრი ჩვენზე მეტად ეკონომიკურად ძლიერი სახელმწიფოსთვის. თუმცა ჩვენ აქაც არ ვჩერდებით, რადგან ჩვენ გვჭირდება უფრო მეტი ხარისხი, უფრო მეტი პროგრამები, უფრო მეტი განვრცობადობა ჯანდაცვის სფეროში და ამ გეგმებზე პრეზენტაციაზე ისაუბრა ჯანდაცვის მინისტრმაც“ – განაცხადა შეხვედრაზე ირაკლი ჩიქოვანმა.

დღეს გამართულ შეხვედრებს სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი მალხაზ თორია და ზუგდიდის საარჩევნო შტაბის უფროსი გიორგი შენგელია ესწრებოდნენ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ვასილ ჩიგოგიძე, ლანჩხუთის საჯარო სკოლების პედაგოგებს, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების ცენტრის თანამშრომლებს და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა
Next post რა მნიშვნელოვანი მტკიცებულება გაჩნდა საქმეში რუკასთან დაკავშირებით, რომელმაც გარეჯის მონასტრის კუთვნილების საკითხი უნდა განსაზღვროს