ირაკლი ჩიქოვანი: ჩვენი ქვეყნის შიგნითაც არიან ადამიანები, რომელთა მთავარი მიზანია, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება იყოს წარუმატებელი, თუნდაც ეს ხდებოდეს საქართველოს სახელმწიფოებრიობის ხარჯზე

Read Time:42 Second

ვერავინ დაასახელებს თუნდაც ერთ კომპონენტს, თუ სად შეეძლო საქართველოს მეტის გაკეთება უკრაინისთვის, ვიდრე გააკეთა. მე ვგულისხმობ პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ კომპონენტს, – ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

„პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა კონკრეტულ ადამიანებზე, უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებზე, რომლებსაც ღიად აქვს გამოხატული პოზიცია, რომ საჭიროა საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა. ჩვენი ქვეყნის შიგნითაც არიან ადამიანები, რომელთა მთავარი მიზანიც არის, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება იყოს წარუმატებელი, თუნდაც ეს ხდებოდეს საქართველოს სახელმწიფოებრიობის ხარჯზე. ეს არის სამწუხარო რეალობა. აქ ვერ ვთანხმდებით და ეს არის არსებითი შეუთავსებლობა. ვერავინ დაასახელებს თუნდაც ერთ კომპონენტს, თუ სად შეეძლო საქართველოს მეტის გაკეთება უკრაინისთვის, ვიდრე გააკეთა. მე ვგულისხმობ პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ კომპონენტს. მეორე მხრივ, თუ ვინმე საუბრობს იმაზე, რომ საქართველოს სამხედრო აქტივობები უნდა განეხორციელებინა, მაშინ პირდაპირ უთხრან საზოგადოებას, რომ მათ ინტერესს ეს წარმოადგენს. რეალურად ყველანი კარგად ვხვდებით, რომ მთელი ეს რიტორიკა არის ფუჭი, უსაფუძვლო და ეყრდნობა დეზინფორმაციას“, – აცხადებს ირაკლი ჩიქოვანი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი კობახიძე: გუბაზ სანიკიძე 100 000 დოლარად განაცდა და შემდეგ საკუთარ დედასაც არ სცა პატივი – მას მოუწია სამარცხვინოდ გაქცევა პარლამენტიდან
Next post მამუკა მდინარაძე ოპოზიციას: კანონები ვერ წაგაკითხეთ საქართველოს პარლამენტში ზოგიერთ თქვენგანს, გერასიმოვის და მისი დოქტრინების კითხვას დაანებეთ თავი