ირაკლი ჩიქოვანი: ჩვენი ვარაუდი გამართლდა – „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მორიგი პროვოკაცია კასპში მოაწყო

Read Time:1 Minute, 58 Second

„ჩვენი ვარაუდი გამართლდა და დღეს, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მორიგი პროვოკაცია მოაწყო“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, ირაკლი ჩიქოვანმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, კასპში, „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატი, პარტიის რამდენიმე აქტივისტთან ერთად, „ქართული ოცნების“ კასპის პარტიულ შტაბთან მივიდა და დესტრუქციული ქმედებებით ცდილობდა მმართველი პარტიის მხარდამჭერების პროვოცირებას.

„ასევე, არსებობს ინფორმაცია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ანალოგიურ ქმედებებს აპირებს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, „ქართული ოცნების“ აქტივისტებისა და შტაბის წევრების პროვოცირების მიზნით“, – აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.

მისივე თქმით, ეს არაა პირველი შემთხვევა და უკვე რამდენიმე დღეა, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, სხვადასხვა რეგიონში ცდილობენ პროვოკაციას, რათა ხელოვნურად გააუარესონ საარჩევნო გარემო.

„ამის პირველი მაგალითი გახლდათ მაშინ, როდესაც მთავარი არხის წარმომადგენელი შეიჭრა „ქართული ოცნების“ ქარელის შტაბში და ჩვენი მერობის კანდიდატს მიაყენა უხეში შეურაცხყოფა. აღნიშნულ ფაქტს მოჰყვა პროვოკაციები ბათუმში, ხელვაჩაურში და მათ შორის, არასრულწლოვანი ბავშვის გამოყენებითაც, რაც, რეალურად, მიანიშნებს „ნაციონალური მოძრაობის“ ღირებულებებზე და ნათლად მეტყველებს, თუ რა მიზნები აქვთ მათ. მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ აქტივისტს, რომელიც იჩენს მოთმინებას, არ ჰყვება პროვოკაციას და აგრძელებს საარჩევნო კამპანიის წარმოებას, რომელიც მიმართულია ჩვენი მოქალაქეების ღირსეული უკეთესი მომავლისთვის. სამწუხაროდ, მძიმე ინციდენტით დასრულდა მათი პროვოკაცია ასევე დმანისში, სადაც ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა მხარდამჭერმა მძიმე დაზიანება მიიღო. მადლობას ვუხდით შინაგან საქმეთა სამინისტროს მყისიერი რეაგირებისთვის. გუშინწინ, დესტრუქციული ქმედებების ეს ჯაჭვი გააგრძელა „ნაციონალური მოძრაობის“ ფორმალურმა თავმჯდომარემ, ნიკანორ მელიამ, რომელმაც პროვოკაცია ევროკავშირის ოფისის წინ მოაწყო. სამწუხაროდ, ამ პროვოკაციას არ მოჰყვა სათანადო შეფასება, რაც შესაძლებელია „ნაციონალური მოძრობის“ მხრიდან მწვანე შუქად შეფასდეს“, – აღნიშნ აირაკლი ჩიქოვანმა.

ის მოუწოდებს „ნაციონალურ მოძრაობას“, უარი თქვას პროვოკაციებსა და საარჩევნო გარემოს ხელოვნური გაუარესების ყოველდღიურ მცდელობაზე.

„მივმართავ ყველას, როგორც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს, ისე საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს – პირველ რიგში, ჩვენ უნდა ვიზრუნოთ მშვიდობიან საარჩევნო გარემოზე, სადაც საშუალება გვექნება გავაკეთოთ თავისუფალი, მშვიდი არჩევანი. ამისთვის, აუცილებელია, ყველამ დაიცვას ის კანონები და წესები, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არსებობს. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ამ ყველაფერში ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მოწოდება, ვინაიდან, სამწუხაროდ, ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“, უკვე დიდი ხანია, დაკარგა იმის შესაძლებლობა, მოუსმინოს და გაიგოს, რა სჭირდება ქართველ ხალხსა და ქართველ საზოგადოებას. იქნებ, მათი მაინც შეისმინონ. კიდევ ერთხელ მივმართავ პარტიის წევრებსა და მხარდამჭერებს, კანდიდატებს, ყველა იმ ადამიანს ვინც ჩართულია საარჩევნო პროცესში „ქართული ოცნების“ მხრიდან, გამოიჩინონ მაქსიმალური თავშეკავება და გააკეთონ აბსოლუტურად ყველაფერი იმისთვის, რომ ნებისმიერ პროვოკაციას მოჰყვეს მშვიდი რეაქცია და არ წამოვეგოთ ამ პროვოკაციაზე, იმიტომ, რომ ყველას გვჭირდება მაქსიმალური პასუხისმგებლობა და ეს პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, პოლიტიკურ პარტიებთან ერთად, მთლიანად საზოგადოებამაც უნდა ავიღოთ. ამ ქვეყანაში უნდა ჩავატაროთ მშვიდი არჩევნები, რომელიც ორიენტირებული იქნება იმაზე, ვინ უკეთ შეძლებს იმ პრობლემების მოგვარებას, რომელიც გააჩნია ჩვენს მოქალაქეებს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში“, – აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ზურაბ აბაშიძე: „ვიზრუნებ, რომ ის ინიციატივები, რომლებსაც განვახორციელებთ, თითოეული ოჯახისთვის სიკეთის მომტანი იყოს“
Next post 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 497 345 შეადგენს