„ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი საქართველოში მრავალეროვნულ სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2020“ ეხმაურება, რომელიც საქართველოში დღეს დაიწყო.
„დღეს საქართველოში მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2020“ იწყება. უკვე მეხუთედ ვმასპინძლობთ ამ სტრატეგიული მნიშვნელობის სწავლებას. ეს სწავლება უმნიშვნელოვანესია საქართველოს, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის ამერიკის შეერთებული შტატების და სხვა პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებული ძალების ურთიერთავსებადობის ამაღლებისათვის. საქართველოს თავდაცვის ძალებმა არაერთხელ დაადასტურეს საკუთარი მაღალი პროფესიონალიზმი. მინდა მადლობა გადავუხადო ამერიკის შეერთებულ შტატებს და მეგობარ ქვეყნებს ღირსეული პარტნიორობისთვის“, – წერს ირაკლი ჩიქოვანი.