სამშაბათი, სექტემბერი 2, 2025

ირაკლი ჩიქოვანი-„ქართული ჯარი, დედაეკლესიასთან ერთად, მუდამ იცავდა ჩვენი ეროვნული იდენტობის სამ ფუნდამენტურ საყრდენს – მამულს, ენასა და სარწმუნოებას”

ქართული ჯარი, დედაეკლესიასთან ერთად, მუდამ იცავდა ჩვენი ეროვნული იდენტობის სამ ფუნდამენტურ საყრდენს – მამულს, ენასა და სარწმუნოებას. თავდაცვის ძალების მიმართ საყოველთაო ნდობა და სიყვარული ჩვენი მეომრებისა და სამხედროების გმირული თავდადებით არის მოპოვებული. სამშობლოს დასაცავად ჩვენს უახლეს ისტორიაში არაერთი გმირობის და თავგანწირვის მაგალითი გვაქვს, – განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა ვაზიანში, საქართველოს თავდაცვის ძალების დაარსებიდან 34 წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ბევრმა ჩვენმა ჯარისკაცმა საქართველოს თავისუფლებისთვის თუ მსოფლიოში მშვიდობის უზრუნველსაყოფად ყველაზე ძვირფასი – სიცოცხლე გაიღო.

“დღეს თავდაცვის ძალები გახლავთ თანამედროვე, ტრადიციულ ღირებულებებზე დაფუძნებული სამხედრო ძალა, რაშიც თითოეული თქვენგანს დიდი წვლილი მიუძღვის.

განსაკუთრებით მინდა გამოვყო ის 117 სამხედრო მოსამსახურე, რომელიც, 30 წელზე მეტია, ემსახურება სამშობლოს და თავდაცვის ძალების განვითარების ცოცხალ ისტორიას განასახიერებენ.

ჩემთვის და ყველა თაობის სამხედროსთვის პატივია თქვენთან ერთად ჩვენი ჯარის მშენებლობა.

მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი მთავრობის პრიორიტეტია თავდაცვის მზადყოფნისა და შესაძლებლობების კიდევ უფრო გაძლიერება და სამხედრო მოსამსახურეების სათანადო დაფასება.

ჩვენი ხელისუფლების დამოკიდებულება ჯარის მიმართ განსაკუთრებულია”, – აცხადებს ირაკლი ჩიქოვანი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

„ევრობარომეტრის“ გამოკითხვის თანახმად, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას წევრი სახელმწიფოების მოსახლეობის 46% უჭერს მხარს

„ევრობარომეტრის“ გამოკითხვის თანახმად, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას წევრი სახელმწიფოების მოსახლეობის 46% უჭერს მხარს, - ამის შესახებ ევროკავშირის გაფართოების შესახებ ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ „ევრობარომეტრის“ კვლევის ანგარიშშია ნათქვამი.„ევრობარომეტრის“ კვლევის მიხედვით, ევროკავშირში გაწევრიანების მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, საქართველოს გაწევრიანებას მხარს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მოსახლეობის 46% უჭერს მხარს, ხოლო 43% წინააღმდეგია.საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას ყველაზე მეტად მხარს შვედეთის (71%), ლიეტუვის (62%), დანიისა (61%) და ლატვიის (61%) მოსახლეობა უჭერს.ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების უმეტესობა (14 ქვეყანა) გაწევრიანების ყველაზე სასურველ კანდიდატად უკრაინას ასახელებს. მეორე ადგილს მონტენეგრო იკავებს და მას შვიდი სახელმწიფოს მოსახლეობა ყველაზე სასურველ კანდიდატად თვლის.საქართველოს ყველაზე სასურველ კანდიდატად ევროკავშირის 27 სახელმწიფოს შორის არცერთი არ ასახელებს.ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებას ყველაზე ნაკლებად ჩეხეთსა (29%) და ავსტრიაში (29%) უჭერენ მხარს.ასევე, გამოკითხვის თანახმად, ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ გამოკითხვა კანდიდატ და პოტენციურ კანდიდატ ქვეყნებშიც ჩატარდა. საქართველოში ევროკავშირში გაწევრიანებას მოსახლეობის 74% უჭერს მხარს, ალბანეთში 91%, ჩრდილოეთ მაკედონიაში 69%, სერბეთში 33%, უკრაინაში კი 68%.ამასთან, ევროკავშირის შესახებ ყველაზე დადებითი წარმოდგენა ალბანეთის მოსახლეობას აქვს (82%). აღნიშნული მაჩვენებელი საქართველოში 43%-ია, უკრაინაში 49%, მოლდოვაში 55%, ხოლო სერბეთში ყველაზე ნაკლები - 38%.სულ, გაფართოების მომხრე ევროკავშირის მოსახლეობის 56%-ია. გამოკითხულთა შორის, 15-დან 39 წლამდე ასაკის ადამიანების ორი მესამედი თვლის, რომ (პოტენციური) კანდიდატები ევროკავშირში მას შემდეგ უნდა გაწევრიანდნენ, როდესაც ისინი საჭირო მოთხოვნებს დააკმაყოფილებენ.

ბებიას, რომელმაც 2 წლამდე შვილიშვილი tik-tok ლაივში სცემა, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

ქუთაისის სასამართლომ ბებიას, რომელმაც 2 წლამდე შვილიშვილი tik-tok ლაივში სცემა, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.პროკურატურა ბრალდებულისთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა.როგორც ცნობილია, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების თანახმად, ბებიამ შვილიშვილზე ფიზიკურად იძალადა, რასაც პირდაპირი ეთერით გადასცემდა სოციალურ ქსელ „ტიკ-ტოკში“.სამართალდამცველებმა ბრალდებული 1 სექტემბერს დააკავეს. დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, ჩადენილი ასაკის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის და უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 1-დან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მამუკა ხაზარაძე – მინდა, გავამხნევო რეჟიმის ყველა პატიმარი, უსამართლობა დიდხანს არ გაგრძელდება, ყველას მოეთხოვება მკაცრი პასუხი თავისუფალ და სამართლიან სასამართლოში

მინდა, გავამხნევო რეჟიმის ყველა პატიმარი – ეს უსამართლობა დიდხანს არ გაგრძელდება, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.როგორც ხაზარაძე წერს, ყველას მოეთხოვება მკაცრი პასუხი თავისუფალ და სამართლიან სასამართლოში.„დღეს ბიძინას მსახური მურუსიძის სასამართლომ უსირცხვილო განაჩენი გამოუტანა ჩემს თანამებრძოლებს, თანაპარტიელებსა და გულანთებულ ქართველებს, ვეფხიას და ვასილს, ასევე უსამართლოდ დაპატიმრებულ ბიჭებს – ანტონს, ზვიადს, ირაკლის, გიორგის, თორნიკეს, ინსაფსა და ნიკოლოზს.საქმის მტკიცებულებებზე არ ვისაუბრებ, რადგან მსგავსი რამ ამ საქმეში არ არსებობს. ის თავიდან ბოლომდე შეთითხნილი და ფალსიფიცირებულია, ისევე როგორც ყველა მსგავსი საქმე და ეს ხალხი გამოგონილი, ე.წ. საპარლამენტო კომისიის სახელით გვესაუბრება წინა ხელისუფლების დანაშაულებზე, მაშინ როცა იგივე მოსამართლეები და პროკურორები დღესაც „ოცნების“ სამსახურში არიან.მინდა, გავამხნევო რეჟიმის ყველა პატიმარი – ეს უსამართლობა დიდხანს არ გაგრძელდება და სიმართლე აუცილებლად გაიმარჯვებს!ყველას მოეთხოვება მკაცრი პასუხი თავისუფალ და სამართლიან სასამართლოში. მხნეობას და სიმტკიცეს ვუსურვებ ჩემს მეგობრებსა და თანამებრძოლებს. ბრძოლა ბოლომდე – საქართველოსთვის!“ – წერს ხაზარაძე.

თინა ბოკუჩავა – გახარია სუპერმხდალი აღმოჩნდა და ბერლინიდან გვმოძღვრავს, ეს ადასტურებს, რომ გახარია ყოველთვის ივანიშვილის პროექტი იყო, ბერლინიდან ევაჭრება პროცენტებთან დაკავშირებით

მე გეტყვით, სინამდვილეში რა იყო შეცდომა, რომლის აღიარება უნდა შეგვეძლოს. შეცდომა იყო ამ ტროას ცხენის, ივანიშვილის პროქსის და ივანიშვილის პროექტის ოპოზიციად აღიარება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.ბოკუჩავას თქმით, ის, რომ გახარია სინამდვილეში სუპერმხდალი აღმოჩნდა და პატიმრობის შიშით გაქცეული ბერლინიდან გვმოძღვრავს, ეს არის დასტური, რომ გახარია ყოველთვის ივანიშვილის პროექტი იყო.„მე გეტყვით, სინამდვილეში რა იყო შეცდომა და ამ შეცდომის აღიარება უნდა შეგვეძლოს. შეცდომა იყო ამ ტროას ცხენის, ივანიშვილის პროქსის და ივანიშვილის პროექტის ოპოზიციად აღიარება. აი, ეს იყო სინამდვილეში შეცდომა. ის, რომ გახარია იყო ივანიშვილის პროექტი, რომელიც ვითომ ერთ დროს სუპერძალოვანი, სინამდვილეში სუპერმხდალი აღმოჩნდა და პატიმრობის შიშით გაქცეული ბერლინიდან გვმოძღვრავს, ეს არის დასტური, რომ ის ყოველთვის ივანიშვილის პროექტი იყო. უბრალოდ, ახლა ევაჭრება ივანიშვილს პროცენტებთან დაკავშირებით 4 ოქტომბრის რუსულ სპეცოპერაციაში. დისტანციურად შეშინებული გახარია ივანიშვილს ევაჭრება ბერლინიდან, გარკვეულ პროცენტს თუ დამიწერ, მაშინ მე შემოვალ პარლამენტში და შენს დე ფაქტო პარლამენტს ლეგიტიმაციას მივანიჭებო“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

გია ვოლსკი – საკმაოდ ორგანიზებული და ექსტრემისტული აქტივობები ვიხილეთ, ამას დანაშაულს არ ეძახიან, ოპონენტების მთავარი ამოცანაა, როგორმე საზოგადოებას მცდარი ინფორმაცია მიაწოდონ

საკმაოდ ორგანიზებული და ექსტრემისტული აქტივობები ვიხილეთ. ამას დანაშაულს არ ეძახიან, ოპონენტების მთავარი ამოცანაა, როგორმე საზოგადოებას მცდარი ინფორმაცია მიაწოდონ, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.ვოლსკის თქმით, ისინი პოლიტიკის მოშველიებით დანაშაულის გამართლებას ცდილობენ.ვინმე დანაშაულის ჩადენას კი არ უარყოფს, ამბობს, რომ ქვაც ისროლა და „მოლოტოვის კოქტეილიც“ იხილეს, პიროტექნიკაც, ქონების განზრახ დაზიანებაც. საკმაოდ ორგანიზებული და ექსტრემისტული აქტივობები ვიხილეთ. ამას დანაშაულს არ ეძახიან. კონკრეტული ადამიანი დანაშაულში მონაწილეობდა თუ არა, ამაზე ლაპარაკი არ არის. თუ არის, ნაკლებად. ოპონენტების მთავარი ამოცანაა, როგორმე, საზოგადოებას მცდარი ინფორმაცია მიაწოდონ, რომ აქ უკანონობა ხდება და თურმე ეს ხელისუფლება რუსეთთან არის დაკავშირებული. პასუხი გასცენ კითხვას, რას გააკეთებენ იმისგან განსხვავებულს, რასაც ხელისუფლება აკეთებს რუსეთთან მიმართებით. ამაზე პასუხს ვერ გაგცემენ, ვერც იმაზე, რაში გამოიხატება პრორუსულობა. აქედან გამომდინარე, მათი ლოგიკით, ყველაფერი მართლდება – ფიზიკური დაპირისპირება, „მოლოტოვის კოქტეილის“ თუ პიროტექნიკის სროლა. ისინი პოლიტიკის მოშველიებით დანაშაულის გამართლებას ცდილობენ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ბოლო სიახლეები