ირაკლი ჩიქოვანი – სპეკულაცია, თითქოს ევროკავშირის დაფინანსებაზე დაუზუსტებელი ინფორმაცია გავრცელდა, მორიგი უსაფუძვლო მცდელობაა, დისკრედიტებულ იქნას ევროკავშირთან თანამშრომლობის უპრეცედენტო დონე
სპეკულაცია, თითქოს ევროკავშირის მხრიდან დაფინანსებაზე დაუზუსტებელი ინფორმაცია გავრცელდა, წარმოადგენს მორიგ უსაფუძვლო მცდელობას, დისკრედიტებულ იქნას საქართველოსა და ევროკავშირს შორის მიღწეული თანამშრომლობის უპრეცედენტო დონე, – ასე პასუხობს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი სტრატეგიული კომუნიკაციების საკითხებში, ირაკლი ჩიქოვანი გამოხმაურებებს პრემიერის განცხადებაზე საქართველოსთვის ევროკავშირის დახმარების გამოყოფასთან დაკავშირებით.
ირაკლი ჩიქოვანის თქმით, ევროკავშირის მიერ დამტკიცებული საინვესტიციო პორტფელის მოცულობა ცხადყოფს საქართველოში მიმდინარე რეფორმებისა და პროექტების ეფექტურობას.
„2019 წლის 15 იანვარს ევროკომისიამ გამოაქვეყნა ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის (TEN-T) საინვესტიციო გეგმა, რომელშიც თავმოყრილია „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების ის სატრანსპორტო და ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც უკავშირდება ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელს (TEN-T). ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან მიმართებაში საქართველოს ტერიტორიაზე მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების გათვალისწინება წარმოადგენს კიდევ ერთ მნიშვნელოვან პოლიტიკურ გადაწყვეტილებას საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიზნით. დამტკიცებული საინვესტიციო პორტფელის მოცულობა ცხადყოფს ჩვენი რეფორმებისა და პროექტების ეფექტურობას ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე. 2019 წლის 18 იანვარს პრემიერ-მინისტრი მთავრობის სხდომის წინ ჟურნალისტებისთვის გამართულ ბრიფინგზე მიესალმა ამ უმნიშვნელოვანეს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, რაც არის ნოემბერში ბრიუსელში პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მყოფი დელეგაციის მიერ ევროკომისრებთან გამართული შეხვედრების შედეგი“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
როგორც პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ ევროკომისიამ სპეციალურად საქართველოსთვის შექმნა კომუნიკაციის ახალი ფორმატი.
„საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები არასოდეს ყოფილა ასეთ მაღალ დონეზე. რაც შეეხება დეტალებს, დამტკიცებულ საინვესტიციო პორტფელში გათვალისწინებული პროექტების მიმდინარეობის და დაფინანსების წყაროების შესახებ, აღნიშნული განმარტებულ იქნა საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
ეკა სეფაშვილი: გამჭვირვალობის შესახებ კანონს პარლამენტი ხვალ მესამე მოსმენით მიიღებს – ეს არის საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის ნება
„ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანი, დეპუტატი ეკა სეფაშვილი, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ხვალ, 14 მაისს, პარლამენტი იმოქმედებს მოსახლეობის...
გიორგი ზერეკიძე რადიკალებზე: ვფიქრობ, ჩემი დუმილი დანაშაულია. ვატყობ, რომ ამ ადამიანებს არ სურთ, მივიდეთ არჩევნებამდე. მათი მიზანი ლეგიტიმური ხელისუფლების დამხობაა
ვფიქრობ, ჩემი დუმილი დანაშაულია. ვატყობ, რომ ამ ადამიანებს არ სურთ, მივიდეთ არჩევნებამდე. მათი მიზანი ლეგიტიმური ხელისუფლების დამხობაა, - გადაცემაში „იმედი...
იაგო ხვიჩია: გუშინდელი აქციის ორგანიზატორებმა უბრალოდ ჩაისვარეს იმიტომ, რომ ხალხს პიკეტირება სთხოვეს და თავად გაიქცნენ
გუშინდელი აქციის ორგანიზატორებმა უბრალოდ ჩაისვარეს იმიტომ, რომ ხალხს პიკეტირება სთხოვეს და თავად გაიქცნენ, - ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერი იაგო ხვიჩია...
მამუკა მდინარაძე: სლოგანებით გადაწყვეტილების მიღება არის დამღუპველი, ეს ყველა მოქალაქემ უნდა იცოდეს
მათი [ოპოზიციის] თქმით, შარშან მივდიოდით მოსკოვისკენ და ასე მოსკოვისკენ სიარულით აღმოვჩნდით ევროპაში, კანდიდატის სტატუსით, - ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ „ქრონიკასთან“...
დაჩი ცაგურია რადიკალებზე: სტრატეგიული ობიექტები მათ რუსეთს გადასცეს. ვინც მოუტანა ჩვენს ქვეყანას უვიზო მიმოსვლა და კანდიდატის სტატუსი, თურმე ახლა იმათ წინააღმდეგ ღამე უნდა გაათენონ
ვინც მოუტანა ჩვენს ქვეყანას უვიზო მიმოსვლა და კანდიდატის სტატუსი, თურმე ახლა იმათ წინააღმდეგ ღამე უნდა გაათენოს იმან, ვინც ყველაფერი რუსეთს...
სოზარ სუბარი: პრეზიდენტი ამბობს, რომ ამ კანონპროექტს ის ვეტოს დაადებს – სამწუხაროა, რომ საქართველოს პრეზიდენტი იქცა უბრალო სათამაშო იარაღად, „გლობალური ომის პარტიის“ ხელში
მიზანი არის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი გამოიყენონ სახელმწიფო გადატრიალებისთვის და რევოლუციური პროცესების მხარდაჭერისთვის. ამ შემთხვევაში, სალომე ზურაბიშვილი არის იარაღი...