ირაკლი ჩიქოვანი საფეხბურთო კლუბ ,,ოდიში 1919“-ს ესტუმრა

Read Time:27 Second

,,ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი საფეხბურთო კლუბ ,,ოდიში 1919“-ს ესტუმრა. ირაკლი ჩიქოვანი, საარჩევნო შტაბის უფროსთან გიორგი შენგელიასთან ერთად ფეხბურთელებს, მწვრთნელებს და კლუბის ხელმძღვანელობას შეხვდა.

,,დღეს საფეხბურთო კლუბი „ოდიში 1919“ მოვინახულეთ და ფეხბურთელებს, მწვრთნელებსა და მენეჯმენტს შევხვდით. ამ კლუბს მხარს მუნიციპალიტეტი უჭერს. მუნიციპალიტეტი და ფეხბურთის ფედერაცია კლუბისთვის ბევრ რამეს აკეთებს, მაგრამ თითოეულ ზუგდიდელს გვჭირდება უფრო მეტი მხარდაჭერის გამოჩენა ამ კლუბის მიმართ. ჩვენ გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ უფრო  მეტი გავუკეთოთ კლუბს – შესაბამისად, დავდოთ უკეთესი შედეგები და დავიბრუნოთ ის წარმატება, რომელიც ზუგდიდს ფეხბურთთან მიმართებაში ჰქონდა“ – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიორგი გახარია ევროკომისიაში, ევროპულ საბჭოსა და ნატოში მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს
Next post ბიძინა ივანიშვილი-ჩვენო საყვარელო, ბატონო ჯემალ, მე და ჩემი ოჯახი მთელი გულით გილოცავთ 85 წლის იუბილეს