ირაკლი ჩიქოვანი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ტყაიაში ახალგარდებს ოკუპაციაზე ესაუბრა

Read Time:30 Second

საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ტყაიაში, ქართული ოცნების ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდიატი ირაკლი ჩიქოვანი ახალგაზრდებს შეხვდა ოკუპაციაზე, არსებულ გამოწვევებზე და საერთაშოორისო პარტნიორებთან თანამშრომლობაზე ესაუბრა.

,,დღეს ენგურისპირა სოფელ ტყაიაში ახალგაზრდებს შევხვდით. ეს სოფელი არის ადგილი, საიდანაც ნათლად  ჩანს ოკუპაციის შედეგები, აქვეა ოკუპანტების ის სამხედრო ბაზა, რომელიც აფხაზეთის ტერიტორიაზეა განლაგებული. ახალგაზრდებთან ერთად  ჩვენ ვისაუბრეთ ოკუპაციის სიმძიმეზე, ვისაუბრეთ იმ გამოწვევებზე, რაც გვაქვს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის გზაზე და, რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ იმ შესაძლებლობებზე, რასაც ჩვენ გვაძლევს  საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობა. შეხვედრაზე ჩვენ ვიმსჯელეთ იმ შესაძლებლობებზე, რომელიც აქვს  საქართველოს მიერ წარმოებულ სამშვიდობო პროცესს, რაც მიზანმიმართულია, საბოლოო ჯამში, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისაკენ“ განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ჩიქოვანი: ზუგდიდელებს უყვართ შრომა, არიან ნიჭიერები და შეუძლიათ ინოვაციები დანერგონ
Next post ქვეყნის მასშტაბით 25 კრიტიკულად მძიმე პაციენტია