ირაკლი ჩიქოვანი – სამეგრელოს რეგიონში მკაცრი კონტროლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აფხაზეთის რეგიონში ეპიდემიოლოგიური ვითარების პირობებში

Read Time:28 Second
საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, სამეგრელოს რეგიონში ქვეყანაში მოქმედი საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების აღსრულების გამკაცრება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აფხაზეთის რეგიონში გართულებული ეპიდემიოლოგიური ვითარების პირობებში.
როგორც ჩიქოვანმა მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ეს არ არის არც სამეგრელოს რეგიონის კარანტინის ზონად გამოცხადება და არც კომენდანტის საათის შემოღება.
„ეს არის ქვეყანაში მოქმედი საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების აღსრულების გამკაცრებისთვის გატარებული ღონისძიებები, რომელიც მიმართულია, რათა ჩვენმა თითოეულმა მოქალაქემ თავი დაცულად იგრძნოს. ასეთი მკაცრი კონტროლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აფხაზეთის რეგიონში გართულებული ეპიდემიოლოგიური ვითარების პირობებში. ამასთანავე, როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, გალში გამოცხადებულია ე.წ. კომენდანტის საათი”, – აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დავით ზალკალიანი – ახლა თანაგრძნობის, მხარდაჭერისა და ერთმანეთის მიმართ პასუხისმგებლიანი დამოკიდებულების დროა
Next post ლევან ნიკოლეიშვილი: როდესაც საშინელ მტერს ეომები, ჯოჯოხეთიდან გამოძვრებიან შინაური მტრები და ყველაფერს აკეთებენ, რომ შენი ქვეყანა დამარცხდეს და რაც შეიძლება მეტი ხალხი დაიღუპოს.ქვეყნის დამარცხება, ხელისუფლების დამარცხება და მათი ხელისუფლებაში მოსვლის საწინდარი ჰგონიათ