ირაკლი ჩიქოვანი – სამეგრელო ყოველთვის იყო მხარე, სადაც აფასებდნენ ჰუმანურობას და სძაგდათ ბოროტება, ძალადობა

Read Time:1 Minute, 11 Second

სამეგრელო ყოველთვის იყო მხარე, სადაც აფასებდნენ ჰუმანურობას და სძაგდათ ბოროტება, ძალადობა; სამეგრელო ყოველთვის  იყო  მხარე,  სადაც სტაბილურობას და განვითარებას აფასებდნენ, არასოდეს იყურებოდნენ წარსულში და ხედავდნენ მომავალს, რომელიც  აუცილებელი და მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ქვეყნის, საქართველოსთვის, – განაცხადა „ქართული ოცნების“ შემაჯამებელ შეკრებაზე ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ირაკლი ჩიქოვანმა.

ჩიქოვანის თქმით, სამეგრელო, კერძოდ ზუგდიდი, ყოველთვის იყო ადამიანური ურთიერთობების და არა  დაპირისპირებისა და ერთმანეთის შეურაცხყოფის ქალაქი. ირაკლი ჩიქოვანმა 30 ოქტომბერს არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდა ყველას და განაცხადა, რომ ეს აუცილებელია იმისთვის, დავასრულოთ კინკლაობა და შევუდგეთ ჩვენი ქვეყნის, მუნიციპალიტეტების განვითარებას.

„რამდენიმე წუთით მინდა, თქვენი ყურადღება შევაჩერო ჩემს მხარეზე, გამოგიტყდებით ცოტა მიკერძოებული ვარ და მინდა, მეგრელებს მივესალმო – ქუგალეთ მარგალეფი! ჩვენ 30 ოქტომბერს გვჭირდება  თითოეული თქვენგანის მობილიზება, თანამონაწილეობა, რომელმაც შესაძლებელი უნდა გახადოს, რომ ჩვენ  გავაგრძელოთ ჩვენი მხარის, ჩვენი ქალაქების და ჩვენი მუნიციპალიტეტების განვითარება. სამეგრელო და  კერძოდ ზუგდიდი, ყოველთვის იყო ადამიანური ურთიერთობების და არა დაპირისპირების და  ერთმანეთისთვის შეურაცხყოფის ქალაქი. სამეგრელო ყოველთვის იყო მხარე, სადაც აფასებდნენ  ჰუმანურობას და სძაგდათ ბოროტება, სძაგდათ ძალადობა. სამეგრელო ყოველთვის იყო მხარე, სადაც სტაბილურობას და განვითარებას აფასებდნენ, არასოდეს იყურებოდნენ წარსულში და ხედავდნენ მომავალს, რომელიც იყო აუცილებელი და მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის, საქართველოსთვის. ჩემო მეგობრებო, მინდა მოგმართოთ და მოგიწოდოთ, ყველა ერთად, 30 ოქტომბერს მივიდეთ არჩევნებზე. რა თქმა უნდა, იყო გარკვეული ვითარება, როდესაც ზოგიერთი ჩვენგანი არ მოვიდა არჩევნებზე, ზოგიერთმა თქვა, რომ ისედაც უდიდესი მხარდაჭერა აქვს „ქართულ ოცნებას“, მაგრამ ამ ყველაფერს სჭირდება თანამონაწილეობა და ეს თანამონაწილეობა აუცილებელია იმისთვის, რომ დემოკრატიული პროცესის ფარგლებში, ჩვენ დავასრულოთ კინკლაობა და 30 ოქტომბრიდან შევუდგეთ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი მუნიციპალიტეტების განვითარებას. მეგრელებო, გაგიმარჯოთ!“ – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მამუკა მდინარაძე – ქართველმა ხალხმა დღეს კიდევ ერთხელ თქვა, რომ მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია სამშობლო, ქვეყნის ევროპული მომავალი, მომავალი თაობა
Next post თეა წულუკიანი – სააკაშვილო, გამოიხედე ციხის საკნიდან, ნახე, რამდენი თავისუფალი ქართველია თავისუფლების მოედანზე, რომელსაც ახსოვს შენი მოძალადეობრივი რეჟიმი და რომელსაც არ უნდიხარ