ირაკლი ჩიქოვანი: ნებისმიერი ოპოზიციის წარმომადგენლიდან, იშვიათად თუ მოძებნით პოლიტიკურ სუბიექტებს, რომლებმაც რაიმე ფორმით მიიღეს მონაწილეობა 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებაში

Read Time:51 Second

საქართველოში არიან პოლიტიკური ოპოზიციური ძალები, რომელიც თავისი შინაარსით ეწინააღმდეგებიან საქართველოს ინტეგრაციას ევროპაში, ამისი მარტივი დადასტურებაა ის, რომ დღეს თავს წარმოგვიდგენენ დემოკრატიის მებრძოლებად, საქართველოს კეთილდღეობისთვის მებრძოლებად ის სუბიექტები და ის პოლიტიკური ძალა, რომელიც 9 წლის განმავლობაში ქმნიდა სახელმწიფო რეპრესიულ რეჟიმს საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

„ის, რომ ამდენი ხნის განმავლობაში საქართველოს არ აქვს კანდიდატის სტატუსი და ის, რომ ჩვენ უფრო წინ არ ვართ ინტეგრაციის პროცესებში, ალბათ ეს რამე გარემოებებით არის განპირობებული და ამ გარემოებებზე არის ერთი პასუხი – საქართველო შეუძლია გაატაროს რეფორმები და ეს რეფორმები ეფექტიანად.

ნებისმიერი ოპოზიციის წარმომადგენლიდან იშვიათად თუ მოძებნით პოლიტიკურ სუბიექტებს, რომლებმაც რაიმე ფორმით მაინც მიიღეს მონაწილეობა 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებაში. ყველა კარგად ხვდება, რომ 12 რეკომენდაციასთან მიმართებაში მათ სხვა პოზიცია არ უნდა დაიჭირონ და უნდა თქვან, რომ ისინი ყველაფერს გააკეთებენ ამ რეკომენდაციის შესასრულებლად, მაგრამ ფაქტები სხვაზე მეტყველებს. ძნელია დაიჯერო მათი საუბარი, რომ ისინი არიან ერთგულნი საქართველოს ევროინტეგრაციის. ჩვენ ვხედავთ, რომ ოპოზიციური პოლიტიკური ძალები კორიდორ კორიდორ დადიან ევროკავშირსა და ბრიუსელში და ყველაფერს აკეთებენ, რომ წინ აღუდგნენ სახელმწიფოს სტატუსის მინიჭებას“, – აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მამუკა მდინარაძე ოპოზიციას: კანონები ვერ წაგაკითხეთ საქართველოს პარლამენტში ზოგიერთ თქვენგანს, გერასიმოვის და მისი დოქტრინების კითხვას დაანებეთ თავი
Next post ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე: დღესაც წარმოებს პირდაპირი აგიტაცია კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ, ამას არც მალავენ