ირაკლი ჩიქოვანი: ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც იქნება რუსეთის მიერ მიღებული საქართველოსთან მიმართებით, ეს არ არის არსებითი გადაწყვეტილება, თუ ის არ უკავშირდება დეოკუპაციასა და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას

Read Time:34 Second

ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც იქნება რუსეთის მიერ მიღებული საქართველოსთან მიმართებით, ეს არ არის არსებითი გადაწყვეტილება, თუ ის არ უკავშირდება დეოკუპაციასა და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, ასევე იმ შეთანხმების შესრულებას, რომელსაც 12 აგვისტოს მოეწერა ხელი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა „ქრონიკაში“ რუსეთის მიერ სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე საუბრისას განაცხადა.

„რაც შეეხება უშუალოდ ამ გადაწყვეტილებას, ის მიზნად ისახავს, რომ რუსეთმა დაანახოს მთელ მსოფლიოს, რომ მას ინტერესი რეგიონში კვლავ აქვს. ჩვენთვის უმთავრესი და უმნიშვნელოვანესია, როგორ იმოქმედებს ეს გადაწყვეტილება ჩვენს მოქალაქეებზე, თუმცა ამის მიღმა, არ და ვერ შეიძლება ეს იყოს განხილული, როგორც პოლიტიკური დაახლოების ახალი შესაძლებლობა“, – განაცხადა ჩიქოვანმა.

მისივე თქმით, საქართველოში ფრენების აღდგენასთან ერთად, სასანქციო რეჟიმი არ იქნება დარღვეული და არ იფრენენ ისეთი ბორტები, რომლებიც საფრთხეს წარმოადგენენ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თეა წულუკიანი: ვის რაში სჭირდება გიორგი ვაშაძე, რომ მისი ლიკვიდაცია დაიგეგმოს? ალბათ, ხუმრობის ახალი სტილი აქვს
Next post თაკო ჩარკვიანი: დამსახურებული შექება ხელისუფლებასთან “მებრძოლ” ნიკანორ მელიას – აბა ჰე “ვაჟკაც”…