ირაკლი ჩიქოვანი მოსახლეობას კარდაკარის პრონციპით ხვდება

Read Time:31 Second

,,ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი

ირაკლი ჩიქოვანი მოსახლეობას კარდაკარის პრინციპით, ენგურის ადმინისტრაციულ ერთეულში, ხორავას, გუდიაშვილისა და გორგასლის ქუჩებზე შეხვდა.

,,მომწონს შეხვედრების ეს ფორმატი, ადამიანები უშუალოდ გვიყვებიან საჭიროებებზე.

მოსახლეობა კარგად ხედავს,  რაც გაკეთდა, ერთად ვმსჯელობთ, რა უნდა გაკეთდეს, გვიყვებიან სურვილებზე,

გვაცნობენ ხედვებს. მეც თავისთავად ვეუბნები რის გაკეთებას ვაპირებ, რა გეგმები მაქვს.

ენგურის ადმინისტრაციულ ერთეულში მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა,

მოხდა თამარ მეფის ქუჩის სრული

რეაბილიტაცია, მოწესრიგდა მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების ეზოები,

მოეწყო ბავშვთა გასართობი სივრცეები.

ამჟამად მიმდინარეობს ჯანაშიას, ქობულეთის, ხელაიასა და ვაჩნაძის ქუჩების რეაბილიტაცია.

ჩვენ ერთად უნდა ვიშრომოთ იმისთვის, რომ ზუგდიდი განვითარების, კეთილდღეობის, ცხოვრების

დონის გაუმჯობესების მხრივ ქვეყანაში სამაგალითო მუნიციპალიტეტად

ვაქციოთ” – განაცხადა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post 57,6% დავით სერგეენკო – 13,3% ალეკო ელისაშვილი – Survation-ის კვლევა საბურთალოს ოლქში
Next post “ქართული ოცნება” 65,9%, “ნაციონალურ მოძრაობა” 19,4% – Survation -ის კვლევა ხელვაჩაური-ქედა-შუახევი-ხულოს მაჟორიტარულ ოლქში