ირაკლი ჩიქოვანი: მომავალ წელს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სრული გაზიფიცირეა დასრულდება

Read Time:41 Second

 

,,ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი მოსახლეობას დღეს სოფელ დიდინეძსა და დიდინეძის კახათში შეხვდა.

,,სოფელ დიდინეძში ძალიან მშრომელი ხალხი ცხოვრობს. უშუალო საუბარი გვქონდა, მოსახლეობამ მთავარ საჭიროებად გაზიფიცირება დაასახელა. ზუგდიდში 4 ადმინისტრაციული ერთეულია დარჩენილი ბუნებრივი აირის გარეშე, თუმცა მომავალ წელს მუნიციპალიტეტის სრული გაზიფიცირება დასრულდება. ბევრი შეკითხვა იყო სოფლის მეურნეობის პროგრამებზე, ყველა თანხმდება რომ თხილის სექტორს ერთობლივი ჩართულობით დროულად ვუშველეთ” – განაცხადა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა.

დიდინეძის შემდეგ მმართველი გუნდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, მოსახლეობას გვერდით მდებარე სოფელ დიდინეძის კახათში შეხვდა.

,,დიდინეძს და დიდინეძის კახათს ახალი გზა აკავშირებს, ორი წლის წინ აქ გავლა რთული იყო, საგზაო ინფრასტრუქტურასთან ერთად სოფელის გაზიფიცირებაც დასრულდა. ზამთრის სეზონის დაწყებამდე ბუნებრივი აირის ჩართვა მოხდება და მოსახლეობა უფრო კომფორტულად იცხოვრებს“ – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან ერთად შეხვედრას ქართული ოცნების საარჩევნო შტაბის უფროსი გიორგი შენგელია და სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის აპარატის უფროსი ლაშა გვასალია ესწრებოდნენ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ზვიად შალამბერიძე და იოსებ ხახალეიშვილი ბაგა-ბაღების გაერთიანებაში დაქვემდებარებული ფილიალების თანამშრომლებს შეხვდნენ
Next post საქართველოში COVID19-ის 196 შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 31 ადამიანი