ირაკლი ჩიქოვანი: ევროპელობა არ არის ის, რომ შარლ მიშელის მედიაციით მიღებული დოკუმენტის არასწორ ინტერპრეტირებას ახდენ, ტყუი და ცრუობ

Read Time:2 Minute, 6 Second

,, ქართული ოცნების" ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე და ზუგდიდის
მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ჩიქოვანი, დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე
საუბრობს და აცხადებს, რომ ხელოვნურად შექმნილი კრიზის გამო ამ
მნიშვნელოვანმა თარიღმა 6 თვე დააგვიანა.
"ძალიან მნიშვნელოვანი დღეა დღეს,  ამ ხელოვნური კრიზისის გამო, ამ დღემ 6 თვე
დაიგვიანა, 6 თვე დაიგვიანა იმისთვის, რომ ამ ადამიანებს მონაწილეობა მიეღოთ, იმ
მთავარი პრობლემების გადაწყვეტაში, რომელიც ჩვენ ქვეყნის წინაშე დგას,
რომელიც დაკავშირებულია პანდემიასთან, ეკონომიკურ კრიზისთან, რომელიც
პანდემიას თან სდევს და მსოფლიოში მძვინვარებს.  ზოგადად ყველა იმ საკითხთან
მიმართებაში  რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის წარმოადგენს გამოწვევას. აქვე მინდა
გითხრათ ის რომ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ რომ ერთად უნდა გავაგრძელოთ
მუშაობა, დიახ, ჩვენ ნამდვილად ერთად უნდა გავაგრძელოთ მუშაობა, ჩვენ ერთად
უნდა შევძლოთ ის, რომ ჩვენი ქვეყანა გავხადოთ ევროპისა და ნატოს წევრი
სახელმწიფო " – განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ირაკლი ჩიქოვანმა.
ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი თავის გამოსვლაში ყურადღებას ამახვილებს
ოპოზიციური პარტიების მხრიდან ფაქტების დამახინჯებაზე და აცხადებს, რომ ეს არ
არის ევროპელობა:
" გულწრფელად გეტყვით , რომ არ არსი ევროპელობა ის, რომ ევროპული მედიაციის
შარლ მიშელის დოკუმენტის არასწორი ინტერპრეტაციას ახდენ, ტყუი და ცრუობ,
როდესაც საუბრობ, რომ თითქოს ამ დოკუმენტში არის საუბარი ე.წ.
პოლიტპატიმრებზე, ეს არ არსი ევროპული საქციელი, როდესაც ვსაუბრობთ იმაზე
რომ თითქოს არჩევნები არ უღიარებია ევროპას და არჩევნების შედეგებს გარკვეული
ლეგიტიმაციის პრობლემა აქვს საქართველოში, ეს არის სიცრუე.
სამწუხაროდ არამხოლოდ მე არამედ მთელ საზოგადოებას ბოლო კვირის
განმავლობაში რჩება შთაბეჭდილება, რომ ჩვენი ოპოზიციის წარმომადგენლებს არ
წაუკითხავთ დოკუმენტი, რომელსაც ხელი მოაწერეს, არ წაუკითხავთ ის
დოკუმენტები, რომელიც ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ გამოაქვეყნა და სადაც
პირდაპირ წერია, რომ საქართველოში არჩევნები ჩატარდა  თავისუფალ და
სამართლიან გარემოში. ასევე დოკუმენტში საუბარია იმაზე, რომ ქართულმა ოცნებამ
მიიღო ის გადაწყვეტილებები, რომელიც აუცილებელი იყო კრიზისის
დეესკალაციისთვის, ასევე სენატში იქნა ინიცირებული ორპარტიული დოკუმენტი,
სადაც პირდაპირ არის საუბარი რომ საქართველომ ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმა
გაატარა და მომავალშიც იმედი აქვთ რომ ანალოგიური წარმატებით გავატარებთ ამ
რეფორმას. დიახ, ეს ნამდვილად არის აღიარება, პოზიტიური და დადებითი
შედეგებისა" – აცხადებს ჩიქოვანი.

ირაკლი ჩიქოვანის მმართველი გუნდის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებზე
საუბრობს და აცხადება, რომ მმართველი გუნდის ყოველთვის მზადაა მიიღოს ის
გადაწყვეტილება, რომელიც აუცილებელი და საჭიროა ქვეყნის განვითარებისთვის.
" ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის საჭიროა და აუცილებელია, რომ ჩვენ კიდევ
უფრო მეტად სრულყოფილი საარჩევნო სისტემა გვქონდეს, კიდევ უფრო
სრულყოფილი საარჩევნო გარემო გვქონდეს, ზუსტად ამისთვის არის ინიცირებული
ის დოკუმენტი, რომელიც აქ პარლამენტშია. ასევე ჩვენი მხრიდან არსებობს მზაობა
გამოვიკვლიოთ ყველა ის გადაცდომა თუ რომელიმე არსებობდა საარჩევნო
პროცესში, ეს მზაობა არსებობს და შეგიძლიათ აქაც მიიღოთ მონაწილეობა.
სამწუხაროდ, ჩვენ მხოლოდ უშინაარსო პოლემიკას ვისმენთ და უშინაარსო
ოპონირებას. თუმცა ნაბიჯი ჩვენი მხრიდან გადადგმულია, გადადგმულია
საქართველოს უკეთესი ევროპული მომავლისკენ, გადადგმულია იმისთვის, რომ
2024 წელს ჩვენმა სახელმწიფომ მიიღოს შესაძლებლობა და ყველამ ერთად
არამარტო ჩვენ არამედ თქვენც ევროკავშირს მივმართოთ ჩვენს სრულუფლებიან
წევრობაზე" – განაცხადა ჩიქოვანმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ინდუსტრიის მრჩეველთა საბჭოს პირველი სხდომა ჩატარდა
Next post კახი წავიდა, მაგრამ მისი სახე სამუდამოდ დარჩება ჩვენს მოგონებებში-ბიძინა ივანიშვილი კახი კავსაძის ოჯახს სამძიმარს უცხადებს