ირაკლი ჩიქოვანი ეგრისის ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობას შეხვდა
,,ზუგდიდში არცერთი ხელისუფლების პირობებში იმდენი პროექტი არ განხორციელებულა, რა მასშტაბის სამუშაოებიც ახლა მიმდინარეობს”-აღნიშნა ,,ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ჩიქოვანმა, ეგრისის ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე.
,,წყლისა და წყალარინების პროექტების განხორციელებამ საგზაო ინფრასტრუქტურა დააზიანა, თუმცა, წლის ბოლომდე 60 ქუჩაზე გზის საფარი სრულად განახლდება. აქვეა ძალიან ლამაზი ახალი დასასვენებელი სივრცე, ვეტერანთა ხეივანი, რომელიც ამ უბანს გასულ წელს შეემატა”-განაცხადა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა.
ირაკლი ჩიქოვანმა სამოქალაქო ბიუჯეტის ფარგლებში განსახორციელებელ პროექტებზეც გაამახვილა ყურადღება.
,,ეგრისის უბანში, ისევე, როგორც ქალაქის დანარჩენ უბნებში, გასულ წელს ადგილობრივმა ხელისუფლებამ ძალიან საინტერესო პროექტი „სამოქალაქო ბიუჯეტი“ დანერგა, რომელიც დაგეგმვის პროცესში მოქალაქეთა ინტერესების გათვალისწინებასა და მათ ჩართულობას გულისხმობს. სამოქალაქო ბიუჯეტის ფარგლებში წელს 25 პროექტი ხორციელდება” – განაცხადა მმართველი პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ჩიქოვანმა.
მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრას ზუგდიდის მოქმედი მაჟორიტარი მერაბ ქვარაია და საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია ესწრებოდნენ
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
საქართველოს პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა
საქართველოს პარლამენტი უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ განცხადებას ავრცელებს. „საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023...
თეა წულუკიანი: 100-ჯერ და 1000-ჯერ იყო ახსნილი, არგუმენტებით, მკაფიოდ და გასაგებად, ეს არის ქართული კანონი ერთადერთი ვალდებულებით, ყველა ორგანიზაციამ, ვისაც ეს ეხება, წელიწადში ერთხელ დეკლარაცია შეავსოს
„რაც არ უნდა რბილ გამონათქვამად მოეჩვენოს ეს ვინმეს, დასანანია ეს ყოველივე, იმიტომ რომ ასჯერ და ათასჯერ იყო ახსნილი, არგუმენტებით, მკაფიოდ...
მამუკა მდინარაძე: ხვალ დილით მიკეთებენ ოპერაციას ხერხემალზე, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ 84-ე ხმა ჩემია
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა, რომ პარლამენტის დღევანდელ სხდომას ჯანმრთელობის გამო არ ესწრებოდა. „დილით ფეხი ვეღარ დავდგი,...
VIDEO: „ეს არის კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს და ემსახურება 100 % -ით საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს…“ – ლადო მგალობლიშვილი
„ეს არის კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს და ემსახურება 100 % -ით საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს...“ - ამის შესახებ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა,...
ირაკლი კობახიძე: იშიფრება 15-მდე ახალგაზრდული ორგანიზაცია, რომელიც პირდაპირ დატრენინგებულია ძალადობისთვის
კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, რადიკალური ოპოზიცია უკვე ამდენი წელია, ყოველ წელს ცდილობს სამოქალაქო დაპირისპირებას და ეს სცენარი მათ გამზადებული ჰქონდათ არჩევნების შემდგომი...
მიხეილ სარჯველაძე: “სასწრაფოების რაოდენობა საკმარისზე მეტი იყო – მათი შრომა ძალიან დასაფასებელია”
„სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებთან დაკავშირებით, ერთგვარი, კამპანია გაჩაღდა უმიზეზოდ. გარკვეული ადამიანების მხრიდან, გაჟღერდა ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს, ადგილზე, ხელმიუწვდომელი იყო...