ირაკლი ჩიქოვანი: დღეს ხელისუფლებას მტკიცედ და მყარად აქვს ნათქვამი, რომ საკუთარი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას აგრძელებს და გააგრძელებს სამშვიდობო პოლიტიკით

Read Time:38 Second

სტაბილურობა აუცილებელია იმისათვის, რომ უწყვეტობა იყოს შენარჩუნებული და განჭვრეტადობა ჰქონდეს შენარჩუნებული თვითონ ევროპასაც, რა იქნება პერსპექტივაში და არ აღმოჩნდეს ისეთი პრობლემების წინაშე, როგორიც დღეს არის. მათთვის ყველაზე მსხვილი ექსპორტიორი პრაქტიკულად დაკარგულია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

„დღეს ხელისუფლებას მტკიცედ და მყარად აქვს ნათქვამი, რომ ჩვენს ქვეყანაში არ შეიქმნება არც მეორე ფრონტი, არც არანაირი პროვოკაციის საფრთხე არ არსებობს და საკუთარი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას აგრძელებს და გააგრძელებს სამშვიდობო პოლიტიკით. რა თქმა უნდა, ის ამბიციური გეგმა, რომელიც ჩვენ გვაქვს, ნატოში ინტეგრაცია და ევროკავშირში ინტეგრაცია, ასევე გაგრძელდება. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვხედავთ არის ხელისშემშლელი ფაქტორები, მაგრამ ეს ფაქტორები ჩვენ არ უნდა მივიღოთ, ამან არ უნდა შეგვიშალოს ხელი. აქამდე ხელისუფლებას აქვს იმის შესაძლებლობა, რომ აირიდოს აბსოლუტურად ყველანაირი პროვოკაცია. უნდა გავაგრძელოთ მუშაობა და ისეთი სვლა, როგორიც აქამდე გვქონდა“, – განაცხადა ჩიქოვანმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ჩიქოვანი: ირაკლი ღარიბაშვილი არის ლიდერი, რომელსაც ძალიან სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება შეუძლია და ეს გადაწყვეტილებები გარდაიქმნა საქმეში
Next post ირმა გუგუშვილი-გუშინ დაზაფრულ, ღიმილგამქრალ ქალაქში გამოვედი