ირაკლი ჩიქოვანი – დევნილებისათვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შესაქმნელად მუდმივ რეჟიმში გავაგრძელებთ მუშაობას

Read Time:31 Second

,,ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდიატი ირაკლი ჩიქოვანი სოფელ ინგირსა და ფაიფურის დასახლებაში დევნილთა კომპაქტურ დასახლებაში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდა.

,,სოფელ ინგირსა და ფაიფურის დასახლებაში დევნილთა კომპაქტურ დასახლებებში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებს შევხვდით. ჩვენ ერთად 27 წელი თანავცხოვრობთ, ერთად გავიზარდეთ, მე მყავს ძალიან ბევრი დევნილი მეგობარი, ახლობელი, ვისთან ერთადაც სკოლაში დავდიოდით, უნივერსიტეტი ერთად დავამთავრეთ. ერთად გვიხარია და ერთად გვტკივა, ბედნიერებიც ერთად ვართ და წუხილსაც ერთმანეთს ვუზიარებთ, იმიტომ რომ ყოველდღიურობა გვაქვს ერთი. დევნილებისათვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შესაქმნელად მუდმივ რეჟიმში გავაგრძელებთ მუშაობას. თავიანთ მშობლიურ სახლებში დაბრუნებამდე, რაც, ცხადია, ჩვენი საბოლოო მიზანია, ზუგდიდში მცხოვრებ ყველა დევნილს ექნება საკუთარი საცხოვრებელი – ამას თითოეულ დევნილს ვპირდები” – აცხადებს ირაკლი ჩიქოვანი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მიხეილ ჩხენკელმა Minecraft Education Edition-ის საპილოტედ დანერგვის პროცესში ჩართული მასწავლებლები დააჯილდოვა
Next post ირაკლი კობახიძე: „ნაცმოძრაობის“ აქციის მიზანი ვირუსის გავრცელების ხელშეწყობა და ბათუმიდან სხვა რაიონებში გადატანაა