ირაკლი ღარიბაშვილი: 2022 წლის იანვარში მთლიანი შიდა პროდუქტი 65 მილიარდი ლარი იქნება, რაც ისტორიული მაქსიმუმია

Read Time:54 Second

ჩვენი მთავარი საზრუნავი უნდა იყოს სამუშაო ადგილების შექმნა, სიღარიბის დაძლევა და რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის გაერთიანება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დღევანდელ მთავრობის სხდომაზე ქვეყნის ეკონომიკურ მაჩვენებლებზე საუბრის განაცხადა.

მისი თქმით, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები ძალიან დამაიმედებელია.

„ეკონომიკის აღდგენა ძალიან სწრაფი ტემპებით მიმდინარეობს. 2022 წლის იანვარში მთლიანი შიდა პროდუქტი 65 მილიარდი ლარი იქნება და ეს ისტორიული მაქსიმუმია. ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით, ეს იქნება დაახლოებით, 5 500 დოლარი, რაც ასევე ისტორიული მაქსიმუმია. შეგახსენებთ, რომ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, პირველი 9 თვის განმავლობაში, შეადგენს 11%-ს, რაც უპრეცედენტო ზრდაა რეგიონის მასშტაბით. საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, მომდევნო 5 წლის განმავლობაში საქართველოს ექნება ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა რეგიონისა და ევროპის ქვეყნების მასშტაბით“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, მათ ასევე მოამზადეს ახალი პროგრამები. კერძოდ, ისეთი, როგორიც არს „აწარმოე საქართველოში“. ასევე, სოფლის მეურნეობის კუთხით აქვთ ამბიციური გეგმები და პროგრამები, რომელთა მასშტაბები იანვრიდან გაფართოვდება.

„ამას გარდა, უახლოეს კვირაში მე გამოვალ ინიციატივით ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად, ახალი ტურისტული ლოკაციების შექმნის მიმართულებით, სოფლის მეურნეობის მიმართულებით წარმოგიდგენთ მასშტაბურ პროექტებსა და ინიციატივებს. ჩვენი მთავარი საზრუნავი უნდა იყოს სამუშაო ადგილების შექმნა, სიღარიბის დაძლევა და რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის გაერთიანება“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ღარიბაშვილი – ვფიქრობთ, გავზარდოთ ონლაინ კაზინოების გადასახადები, აიკრძალოს რეკლამა, ასევე 25 წლამდე ავწიოთ ბარიერი, მეორე ეტაპზე საერთოდ უნდა აიკრძალოს ონლაინ კაზინოები!
Next post კულტურის სამინისტრომ ახალი ლიტერატურული პრემია „წლის საუკეთესო“ დააფუძნა