ირაკლი ღარიბაშვილი: 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს ისტორიული გამარჯვება არ იქნებოდა, რომ არა ჩვენი დამფუძნებლის და ლიდერის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის თავდადება ჩვენი ქვეყნისა და ხალხისათვის

Read Time:1 Minute, 20 Second

2012 წლის 1-ელ ოქტომბერს ისტორიული გამარჯვება მოვიტანეთ; რა თქმა უნდა, ეს გამარჯვება არ იქნებოდა, რომ არა ჩვენი დამფუძნებლის და ლიდერის ბატონი ბიძინა ივანიშვილის თავდადება ჩვენი ქვეყნისა და ხალხისათვის და რომ არა ქართველი ხალხის ასევე თავგანწირვა იმ მჩაგვრელი, რეპრესიული რეჟიმის წინააღმდეგ, რომელიც მაშინ მართავდა ჩვენს ქვეყანას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ ხარაგაულის მერობის კანდიდატის კობა ლურსმანაშვილის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა მოსახლეობას თანადგომისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„ჩვენ ყველამ ერთად, ძვირფასო მეგობრებო, 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს ისტორიული გამარჯვება მოვიტანეთ. რა თქმა უნდა, ეს გამარჯვება არ იქნებოდა, რომ არა ჩვენი დამფუძნებლის და ლიდერის ბატონი ბიძინა ივანიშვილის თავდადება ჩვენი ქვეყნისა და ხალხისათვის და რომ არა ქართველი ხალხის ასევე თავგანწირვა იმ მჩაგვრელი, რეპრესიული რეჟიმის წინააღმდეგ, რომელიც მაშინ მართავდა ჩვენს ქვეყანას. ჩვენ, ბოლო 8 წლის განმავლობაში, ყველამ ერთად, ერთიანი ძალისხმევით, 7 არჩევნებში გავიმარჯვეთ ღირსეულად და დამაჯერებლად. ჩავატარეთ 7 დემოკრატიული, თავისუფალი და გამჭვირვალე არჩევნები და შედეგად, ჩვენი ქვეყანა უფრო ძლიერი გახდა, ვიდრე იყო მანამდე, უფრო თავისუფალი გახდა, ვიდრე იყო მანამდე, უფრო თანამედროვე და უფრო მეტად განვითარებული.

რა თქმა უნდა, ბოლო 8 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი საქმე გაკეთდა, ყველა მიმართულებით, ეს იქნება სოფლის მეურნეობა, ადგილობრივი წარმოების განვითარება, ინფრასტრუქტურა, გზების მშენებლობა, გაზიფიცირების სამუშაოები, წყალგაყვანილობა თუ სხვა, მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენ კარგად გვესმის, რომ ქვეყანაში ძალიან ბევრი საქმეა გასაკეთებელი, ამ ძალიან ბევრ საქმეს სჭირდება, რა თქმა უნდა, გამოცდილი ხალხი. ერთი მხრივ, მმართველები, რომლებიც 24 საათის განმავლობაში მოემსახურებიან ჩვენს ქვეყანას და რეალურ საქმეს გააკეთებენ და მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, ჩვენ გვჭირდება მშვიდობა და სტაბილურობა, რომელიც ასევე არ იქნებოდა, რომ არა “ქართული ოცნება”. სწორედ “ქართული ოცნების” მმართველობის პერიოდი არის ის ერთადერთი გამონაკლისი, როცა ქვეყანას არ ჰქონია ომი, დესტაბილიზაცია და არეულობა”, – განაცხადა პრემიერმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ალუდა ღუდუშაური: რაც მიგვაჩნია, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის, ქვეყნის სტრატეგიული განვითარებისთვის მნიშვნელოვანი და კარგია, იმ რეფორმებს აუცილებლად შევასრულებთ
Next post შარლ მიშელი: ავღანეთის კრიზისი ცხადყოფს, რომ ევროკავშირი უფრო დიდი სამხედრო ავტონომიისკენ უნდა ისწრაფოდეს