ირაკლი ღარიბაშვილი: 2012 წელს ბიუჯეტი, რომელიც გათვალისწინებული იყო დევნილებისთვის, 25 მილიონ ლარს შეადგენდა. წელს დევნილების მიმართულებით გამოყოფილი ბიუჯეტი 233 მილიონი ლარია

Read Time:29 Second

2012 წელს ბიუჯეტი, რომელიც გათვალისწინებული იყო დევნილებისთვის, შეადგენდა 25 მილიონ ლარს. წელს დევნილების მიმართულებით გამოყოფილი ბიუჯეტი 233 მილიონ ლარს შეადგენს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ქუთაისში განაცხადა.

„ეს თანხა ხმარდება სახლების, ბინების მშენებლობას. ამით ჩვენ გამოვხატავთ ჩვენს დამოკიდებულებას თქვენს მიმართ, ეს ჩვენი ვალდებულებაა, პასუხისმგებლობაა, რომ ხელისუფლებამ ღირსეული პირობები შეუქმნას დროებით დევნილობაში მყოფ ჩვენს მოქალაქეებს.

მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ კიდევ უფრო მეტის გაკეთება შეგვიძლია და ვისურვებდი, რომ ძალიან ბევრი ბინის მშენებლობა დავიწყოთ აფხაზეთში თქვენთვისაც, აფხაზებისა და ოსებისთვისაც. ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი ამოცანა. მშვიდობით, სტაბილურობითა და გონივრული პოლიტიკით ამას მივაღწევთ და ჩვენი ქვეყანა გაერთიანდება“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი სწორი, შედეგზე ორიენტირებული პოლიტიკით მივაღწევთ ქვეყნის გამთლიანებას. ეს არის ჩვენი საერთო მიზანი, საერთო დიდი ოცნება და ეს უნდა იყოს ეროვნული მიზანი
Next post სალომე სამადაშვილი: „ნაციონალური მოძრაობის“ სატელიტებად ოპოზიციის გამოცხადებაზე დგას დღეს მთელი „ქართული ოცნების“ პროპაგანდა