ირაკლი ღარიბაშვილი – 2008 წლის ომის შემდეგ, არ გვინახავს რუსეთისთვის დაწესებული სანქციები, პირიქით, რუსეთთან ბიზნესი ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდა, რაც ძალიან ცუდი სიგნალი იყო

Read Time:1 Minute, 4 Second

2008 წლის ომის შემდეგ, არ გვინახავს რუსეთისთვის დაწესებული სანქციები, პირიქით, რუსეთთან ბიზნესი ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდა, რაც ძალიან ცუდი სიგნალი იყო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე განაცხადა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს და საქართველოს მშვიდობიანი გეგმა აქვს ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად.

„მშვიდობას ალტერნატივა არ გააჩნია და აქვე გეტყვით, რომ საქართველო კონფლიქტის მოგვარების სამშვიდობო პოლიტიკას მიჰყვება. რაც შეეხება სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, ძალიან მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ საქართველოს აქვს მშვიდობიანი გეგმა, თავისი ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად. მინდა, მადლობა გადავუხადო ეუთო-ს და სხვა მონაწილეებს, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული მედიაციის პროცესში. ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებიც არის ის პლატფორმა, რომელიც რუსეთთან ურთიერთობისთვის გაგვაჩნია. ამიტომ, უნდა გავიმეორო, რომ ეს ომი უნდა შეწყდეს. ჩვენ გვინახავს ომის შედეგი ჩვენსავე ქვეყანაში 2008 წელს. ძალიან ბევრი ადამიანი დაიღუპა, სრულად დავკარგეთ კონტროლი ჩვენს ტერიტორიებზე და რუსეთს კვლავ აქვს სამხედრო ბაზები ჩვენს ტერიტორიაზე. ეს მიმდინარე პროცესია, არ შეჩერებულა.

ასევე მინდა ვახსენო, რომ 2008 წლის ომის შემდეგ, ჩვენ არ გვინახავს სანქციები, რომელიც რუსეთზე დაწესდებოდა. პირიქით, ვნახეთ, რომ ბიზნესი ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდა რუსეთთან, ამიტომ, ვიტყოდი, ძალიან ცუდი სიგნალი იყო ის, რომ სანქციები არ მოჰყვა ჩვენს შემთხვევას. უნდა ვახსენო, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა უნდა ჩამოყალიბდეს, როგორ წავალთ წინ. ეს ომი თუ გაგრძელდება, ნიშნავს, რომ მას კიდევ უფრო დამანგრეველი ძალა ექნება. მეტი უდანაშაულო ადამიანი დაიღუპება. ეს ომი მსოფლიომ უნდა დაასრულოს“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გუბაზ სანიკიძე: ჩვენი მოსახლეობის ერთი ნაწილი არის ბარბაროსი, გამოქვაბულში ცხოვრობს, სიახლეების პირუტყვული შიში აქვს
Next post რატი ბრეგაძე: „ჩვენი და მიხეილ სააკაშვილის სურვილები ერთმანეთს არ ემთხვევა. ჩვენი სურვილი არის, რომ პატიმარი სააკაშვილი იყოს ჯანმრთელად, მას ამის სურვილი არ გააჩნია“