ირაკლი ღარიბაშვილი: ჯარი, ეკლესია, პოლიცია და სხვა სახელმწიფო ინსტიტუტები ხელშეუხებელია

Read Time:38 Second

ჯარი, ეკლესია, პოლიცია და სხვა სახელმწიფო ინსტიტუტები ხელშეუხებელია – საერთო ეროვნული კონსენსუსი გვჭირდება, რომ პოლიტიკური განსხვავებების მიუხედავად, პოლიტიკური დღის წესრიგი საერთო ეროვნული იდეებისგან გავმიჯნოთ, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომაზე.

ღარიბაშვილის შეფასებით, საქართველოს რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე კარგად მომზადებული და გაწვრთნილი ჯარი ჰყავს.

„ჩემთვის დიდი პატივი იყო თავდაცვის მინისტრად მუშაობა. ერთი წლის წინ პარლამენტის ტრიბუნიდან ვთქვი, რომ მაშინ როცა პრემიერ-მინისტრი ვიყავი, ჯარის განვითარებას სათანადო ყურადღება და დრო ვერ დავუთმე. ზოგადად, ეს სისტემა ისე ვერ შევიგრძენი, როგორც საჭირო იყო. მადლობელი ვარ ჩვენი სამთავრობო გუნდის და ყოფილი თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის, რომელმაც საშუალება და შესაძლებლობა მომცა, რომ ჩვენი საამაყო ჯარისთვის მემსახურა. მინდა, ამ ტრიბუნიდან თითოეულ ჯარისკაცს გულწფელი მადლობა გადავუხადო – დაწყებული გენერლიდან, რიგითით დამთავრებული. ვარ ბედნიერი და დიდი პატივი იყო, რომ თავდაცვის მინისტრი ვიყავი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მარიამ ქვრივიშვილი: მისასალმებელია ეკონომიკის სამინისტროს მჭიდრო თანამშრომლობა კერძო სექტორთან და ის რეგულაციები, რომელიც 1-ლი თებერვლიდან ტურისტების მიღების კუთხით ამოქმედდა
Next post დიმიტრი ხუნდაძე: ირაკლი ღარიბაშვილი ჩემთვის არა მხოლოდ კანდიდატია, არამედ თანამებრძოლიც