ირაკლი ღარიბაშვილი: ხალხი მართლაც დაიღალა ამდენი არჩევნებით, უწყვეტი კამპანიებით, რომელიც არაფრისმომცემია და აბსოლუტურად არ არის გათვლილი შედეგზე

Read Time:54 Second

„ქართული ოცნების“ ხელისუფლება არის ის ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელმაც საკუთარი საქმით დაამტკიცა, რომ ძალუძს მშვიდობიანად და რაც მთავარია, დემოკრატიულად ჩვენი ქვეყნის მართვა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ზუგდიდში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის, მამუკა წოწერიას წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, „ქართული ოცნების“ ხელწერა წინა ხელისუფლებისგან აბსოლუტურად განსხვავებულია.

„ყველაზე ადვილი, რა თქმა უნდა, დიქტატურა და ავტორიტარული რეჟიმების ძალით შენარჩუნება და მასების მართვაა, მაგრამ ეს ჩვენ წარსულს ჩავაბარეთ. ეს არის დროებითი განსაცდელი, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ გამოიარა. ჩვენი ხელისუფლების ხელწერა აბსოლუტურად განსხვავებულია. ჩვენ მოვუტანეთ გრძელვადიანი უწყვეტი მშვიდობა და სტაბილურობა ჩვენს ქვეყანას და განვითარება, განვითარება და განვითარება უნდა იყოს ახლა ჩვენი მთავარი საზრუნავი. ამისთვის, ამ არჩევნებს გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება, ვინაიდან ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ ძალიან ძლიერად და დამაჯერებლად ყველა ქალაქში, ყველა მუნიციპალიტეტში. გვაქვს უნიკალური შესაძლებლობა და შანსი, მომდევნო 3 წლის განმავლობაში მივხედოთ რეალური პრობლემების მოგვარებას, იმ საქმეების გაკეთებას, რომელზეც გესაუბრეთ. ხალხი მართლაც დაიღალა ამდენი არჩევნებით, უწყვეტი კამპანიებით, რომელიც არაფრისმომცემია და აბსოლუტურად არ არის გათვლილი შედეგზე. ამიტომ, მინდა, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნო ამ არჩევნების მნიშვნელობა – აუცილებელია ძლიერად გამარჯვება ყველა ქალაქში, ყველა მუნიციპალიტეტში იმისთვის, რომ ჩვენ მშვიდობიანად, სტაბილურად გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის განვითარება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ჩიქოვანი – არ შეიძლება ზუგდიდი მორიგ ჯერზე გახდეს პოლიტიკური საჯილდაო ქვა, ჩვენ ვირჩევთ ზუგდიდს, ვირჩევთ გუნდს, რომელსაც ძალუძს, გაგრძელდეს ის განვითარება, რომელიც დღეს გვაქვს
Next post ირაკლი ღარიბაშვილი: 2012 წლის 1-ლი ოქტომბერი მართლაც ისტორიული გამარჯვება იყო, რომელიც ეკუთვნის თითოეულ მოქალაქეს, ეს გამარჯვება არ იქნებოდა, რომ არა ბიძინა ივანიშვილის თავდადება და თავგანწირვა ჩვენი ქვეყნისთვის