„ქართული ოცნება“ არ აპირებს, მიუბრუნდეს უცხოელი აგენტების შესახებ კანონს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განუცხადა.
„ეს კითხვა მუსირებდა ჩვენს ევროპელ და ამერიკელ მეგობრებში. ჩვენი გუნდის სახელით მე მათ მკაფიოდ დავუდასტურე ჩვენი პოზიცია, რომ „ქართული ოცნება“ არ აპირებს, მიუბრუნდეს უცხოელი აგენტების შესახებ კანონს. ეს საკითხი არის დახურული და ჩვენ მას აღარ მივუბრუნდებით“, – აცხადებს ღარიბაშვილი.