ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი მთავრობა და ჩვენი ხელისუფლება ერთ-ერთ ყველაზე გამჭვირვალე ხელისუფლებად ითვლება მთელს მსოფლიოში და მოწინავე დემოკრატიებს შორის

Read Time:48 Second

ეს არასამთავრობო ორგანიზაციები გვაძახებენ და მოგვიწოდებენ უფრო მეტი გამჭვირვალობისკენ, რაც კარგია თავისთავად და ჩვენი მთავრობა და ჩვენი ხელისუფლება ერთ-ერთ ყველაზე გამჭვირვალე ხელისუფლებად ითვლება მთელს მსოფლიოში და მოწინავე დემოკრატიებს შორის. თუნდაც იგივე ბიუჯეტის გამჭვირვალობის მიხედვით ჩვენ ვართ პირველ ადგილზე მსოფლიოში,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

„მეორეს მხრივ, გავიხსენოთ, რომ ჩვენ ყოველდღიურად ეს არასამთავრობო ორგანიზაციები გვაძახებენ და მოგვიწოდებენ უფრო მეტი გამჭვირვალობისკენ, რაც კარგია თავისთავად და ჩვენი მთავრობა და ჩვენი ხელისუფლება ერთ-ერთ ყველაზე გამჭვირვალე ხელისუფლებად ითვლება მთელს მსოფლიოში და მოწინავე დემოკრატიებს შორის. თუნდაც იგივე ბიუჯეტის გამჭვირვალობის მიხედვით ჩვენ ვართ პირველ ადგილზე მსოფლიოში. ჩვენი მთავარი, ასე ვთქვათ ინტერესი იყო ჩვენი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების დაცვა. და რას ვგულისხმობ, მე ვიგულისხმე და აღვნიშნე, რომ ძალიან ბევრი დაფინანსება მოემართება არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშებზე – ასეულობით მილიონი დოლარი აქვთ მიღებული მას შემდეგ, რაც ჩვენმა ქვეყანამ მოიპოვა დამოუკიდებლობა ხელახლა. გაუმჭვირვალეა მათი მიზნები, მათი აქტივობა. ჩვენ ძალიან ცოტა ინფორმაცია გვაქვს და ჩვენ ვითხოვდით მინიმალური გამჭვირვალობის დონეს და მინიმალურ ანგარიშვალდებულებას ჩვენი საზოგადოების წინაშე“, – განაცხადა პრემიერმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ღარიბაშვილი: ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს წლის ბოლომდე მივიღებთ, თუ დამსახურებულ მიღებაზეა საუბარი
Next post ირაკლი ღარიბაშვილი: ძალიან ბევრი „ენჯეო“ იქმნება ყოველ წელს, მათი საქმიანობა არის დიდი ბუნდოვანებით, დიდი ბურუსით მოცული, მე ასე ვიტყოდი პირდაპირ, არ მოვერიდები ამის თქმას