ირაკლი ღარიბაშვილი – ჩვენი საზოგადოება მთავრობასთან ერთად გაერთიანდა და უკრაინაში 1 000 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი გავაგზავნეთ, რაც შეეხება სხვა დამატებით ჰუმანიტარულ დახმარებას, მას გავაგრძელებთ

Read Time:48 Second

უკრაინაში ამ საშინელი ომის დაწყების შემდეგ საზოგადოება და მთავრობა გაერთიანდა, გავაგზავნეთ 1 000 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი. რაც შეეხება სხვა დამატებით ჰუმანიტარულ დახმარებას, კიდევ ერთხელ განვიხილავთ და, რა თქმა უნდა, ამ დახმარებას გავაგრძელებთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, უკრაინის ფოსტის მონაცემების მიხედვით, საქართველო 190 ქვეყანას შორის პირველ ადგილზე იყო, რომელმაც ყველაზე მეტი ჰუმანიტარული დახმარება გაუგზავნა უკრაინას.

„იცით, რომ მას შემდეგ, რაც უკრაინაში ეს საშინელი ომი დაიწყო, ხალხი, ერი გავერთიანდით, საზოგადოება გაერთიანდა მთავრობასთან ერთად და 1 000 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი გავაგზავნეთ. უკრაინის ფოსტის მონაცემების მიხედვით, 190 ქვეყანას შორის პირველ ადგილზე ვიყავით, ვინც ყველაზე მეტი ჰუმანიტარული დახმარება გაუგზავნა უკრაინას.

იცით, რომ მანამდე ჩვენ ასევე დავეხმარეთ საქართველოში უკრაინელ დევნილებს, მაქსიმალური მხარდაჭერა აღმოვუჩინეთ მათ და ახლაც გრძელდება ეს დახმარება. მაგალითად, როგორიცაა უკრაინულ ენაზე განათლება. უკრაინელი ბავშვები იღებენ განათლებას უკრაინულ სკოლებში, რომლებიც ჩვენ გავხსენით. რაც შეეხება სხვა დამატებით დახმარებას, ჰუმანიტარულ დახმარებას, ჩვენ კიდევ ერთხელ განვიხილავთ, დახმარების საშუალებას გამოვნახავთ და, რა თქმა უნდა, ამ დახმარებას გავაგრძელებთ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ღარიბაშვილი – უკრაინისადმი სამხედრო დახმარებაზე ჩვენ ნათლად და მკაფიოდ ვთქვით, რომ ამას არ გავაკეთებთ, ამ ომში, როგორც სახელმწიფო, არასდროს ჩავერთვებით
Next post „ვივამედის“ კლინიკური დირექტორი: მიხეილ სააკაშვილის შემოსვლის პირველი დღიდან, კლინიკა აკეთებს შესაძლებლობების მაქსიმუმს