ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა, გვაქვს ძალიან ბევრი გამოწვევა, ტერიტორიების ნაწილი არის ოკუპირებული და ჩვენ გვჭირდება მეტი ძლიერი პარტნიორი და მოკავშირე
ჩვენ გამიჯნულები ვართ. ისინი [ხალხის ძალა] თავად განგვემიჯნენ, ამით ყველაფერია ნათქვამი. მათ შორის პოზიციებთან დაკავშირებით გვაქვს განსხვავებები და ამიტომაც ვართ გამიჯნულები, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
„ყველა ადამიანს აქვს სრული უფლება, რომ მიიღოს ნებისმიერი გადაწყვეტილება, რაც თავად მიაჩნია სწორად, ჩვენ ასე გვესმის დემოკრატია. ჩვენ მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ ხელი პლურალიზმს, სხვადასხვა იდეოლოგიების განვითარებას და საბოლოო ჯამში ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, რომელი იდეოლოგიაა მისაღები. მე ადრეც მითქვამს და გავიმეორებ: ჩვენ გუნდში გვქონდა საუბარი ამ საკითხებზე და ჩვენ მათ [ხალხის ძალა] ვუთხარით, რომ არ ვეთანხმებით მათ პოზიციებს და ვუთხარით, რომ მიუღებელი იყო მათი პოზიციების ასეთი ფორმით გამოხატვა. ამის თაობაზე ვთქვი, რომ ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა, გვაქვს ძალიან ბევრი გამოწვევა, ტერიტორიების ნაწილი არის ოკუპირებული და ჩვენ გვჭირდება მეტი ძლიერი პარტნიორი და მოკავშირე. გვჭირდება ყველასთან კარგი ძლიერი ურთიერთობა, მითუმეტეს ჩვენს მთავარ პარტნიორებთან, აშშ-სთან, ევროკავშირის წარმომადგენლებთან. ჩვენ ვართ დემოკრატია და უნდა შევქმნათ თავისუფალი სივრცე და გარემო. ჩვენ გამიჯნულები ვართ. ისინი [ხალხის ძალა] თავად განგვემიჯნენ, ამით ყველაფერია ნათქვამი. მათ შორის პოზიციებთან დაკავშირებით გვაქვს განსხვავებები და ამიტომაც ვართ გამიჯნულები“, – აცხადებს პრემიერი.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
ირაკლი კობახიძე: იშიფრება 15-მდე ახალგაზრდული ორგანიზაცია, რომელიც პირდაპირ დატრენინგებულია ძალადობისთვის
კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, რადიკალური ოპოზიცია უკვე ამდენი წელია, ყოველ წელს ცდილობს სამოქალაქო დაპირისპირებას და ეს სცენარი მათ გამზადებული ჰქონდათ არჩევნების შემდგომი...
მიხეილ სარჯველაძე: “სასწრაფოების რაოდენობა საკმარისზე მეტი იყო – მათი შრომა ძალიან დასაფასებელია”
„სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებთან დაკავშირებით, ერთგვარი, კამპანია გაჩაღდა უმიზეზოდ. გარკვეული ადამიანების მხრიდან, გაჟღერდა ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს, ადგილზე, ხელმიუწვდომელი იყო...
ირაკლი კობახიძე: შანტაჟის ენა არ ჭრის არც ქართველი ხალხის და არც ამ ხელისუფლების მიმართ – დღეს ქვეყანას ჰყავს დამოუკიდებელი, სუვერენული ხელისუფლება და ხალხს აქვს ღირსება
შანტაჟის ენა არ ჭრის არც ქართველი ხალხის და არც ამ ხელისუფლების მიმართ, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე...
დავით უსუფაშვილი: გუშინ რუსთაველზე დავდიოდი და თვალს ვერ ვუსწორებდი, რომ ამ ახალგაზრდებს ამის გადატანა უწევთ – არ წამოვეგოთ პროვოკაციაზე, პოლიციასთან დავიკავოთ ორმეტრიანი დისტანცია
არავითარ შემთხვევაში არ წამოვეგოთ არანაირ პროვოკაციაზე, სპეცსამსახურებთან, პოლიციასთან დავიკავოთ ორმეტრიანი დისტანცია, - ასე მიმართა „ლელოს“ დეპუტატმა დავით უსუფაშვილმა „უცხოური გავლენის...
პრემიერი: რადიკალური ოპოზიციის, მდიდარი “ენჯეოების” და მათი მედიის ერთადერთი იარაღი არის ძალადობა, ამით გამოირჩეოდა კოლექტიური “ნაცმოძრაობა” ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში და ახლაც
მიტინგის ძალადობრივი და კანონსაწინააღმდეგო ხასიათი გამოიხატა როგორც საქართველოს პარლამენტის შენობის პიკეტირებით, ისე სამართალდამცავების მიმართ ფიზიკური ძალადობითა და შეურაცხყოფით, პოლიციელებისთვის სხვადასხვა...
პრემიერი: თუ ჩვენ არ გავარღვევთ ამ ე.წ. პოლარიზაციის და რადიკალიზმის ჩაკეტილ წრეს, ამ შემთხვევაში ძალიან გაგვიჭირდება გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა
„რეალურად მარტივად არის საქმე. კონკრეტული ძალებისთვის პოლარიზაცია, რადიკალიზმი არის საკუთარი ინტერესების რეალიზების მთავარი ინსტრუმენტი და ამ კუთხით „ენჯეოების“ გაუმჭვირვალობა მათთვის...