ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი მთავრობის სწორმა პოლიტიკამ მოიტანა ეკონომიკის სწრაფი აღდგენა COVID-19 პანდემიიდან გამოსვლისას, როდესაც 2021 წელს ეკონომიკურმა ზრდამ 10.4 პროცენტს მიაღწია
ჩვენი მთავრობის სწორმა პოლიტიკამ მოიტანა ეკონომიკის სწრაფი აღდგენა COVID-19 პანდემიიდან გამოსვლისას, როდესაც 2021 წელს ეკონომიკურმა ზრდამ 10.4 პროცენტს მიაღწია, ხოლო 2022 წლის იანვარ-ივლისში კვლავ გადააჭარბა მოლოდინს და 10.3 პროცენტი დაფიქსირდა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის თანახმად, ჩვენი ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2022 წლისთვის 9 პროცენტამდე გაიზარდა, რაც, უპირველეს ყოვლისა, პოსტპანდემიურ პერიოდში მდგომარეობის აღდგენისა და უკრაინის ომის შედეგების მინიმუმამდე შემცირების მიმართულებით ჩვენი მთავრობის პროაქტიული ზომების შედეგია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს 77-ე სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, ხელისუფლება მოქალაქეებს უქმნის შესაძლებლობებს და ყველა საჭირო ინსტრუმენტს აძლევს, მათ შორის, ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
„ჩვენს მოქალაქეებს ვუქმნით შესაძლებლობებს და ყველა საჭირო ინსტრუმენტს ვაძლევთ, მათ შორის, ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ამიტომ, დღეს, აქ, გაერთიანებული ერების გენერალურ ასამბლეაზე, პირდაპირ მინდა მივმართო ჩემს აფხაზ და ოს ძმებს და დებს და კიდევ ერთხელ ვუთხრა მათ, რომ ჩვენი ძალა ერთობაშია, ჩვენ ერთად ავაშენებთ საქართველოს და მშვიდობიანად გადავაქცევთ მას აყვავებულ, თავისუფალ და ერთიან ევროპულ სახელმწიფოდ,“- აღნიშნა პრემიერმა.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
28 აპრილს ბზობა – ბაიაობის დღესასწაული აღინიშნება -ბზობა უფლის დიდებით შესვლა იერუსალიმში
ბზობის დღესასწაული წელს 28 აპრილს აღინიშნება. ბზობის ბრწყინვალე დღესასწაულს გილოცავთ! გისურვებთ ჯანმრთელობას, მშვიდობას და ბედნიერებას! შეგეწიოთ ამ დღის ძალა და...
დავით კაჭარავა: მინდა ახალგაზრდებს ვუთხრა, რომ ევროკავშირისკენ სვლას კონკრეტული კრიტერიუმები აქვს, რასაც ჩვენ ვასრულებთ – ლგბტ პროპაგანდის შემზღუდველი კანონის მიღება ევროკავშირისკენ სვლას არანაირად არ აფერხებს, ეს პროპაგანდა ეწინააღმდეგება ჩვენს საუკუნოვან ტრადიციებს
„პირველ ეტაპზე, ჩვენ უსამართლოდ არ მოგვცეს კანდიდატის სტატუსი - იმ ორ ქვეყანასთან შედარებით, ჩვენ წინ ვიყავით და ეს უსამართლო გადაწყვეტილება...
ერთადერთი ფული, რომელიც არ კონტროლდება არის ენჯეოებში შემოსული ამერიკული ფული, რომელიც რასაკვირველია იხარჯება დასავლური აზრის გასავრცელებლად საქართველოში – იაგო ხვიჩია
„ერთადერთი ფული, რომელიც არ კონტროლდება დარჩა ენჯეოებში შემოსული ამერიკული, დასავლური ფული. ეს ფული რასაკვირველია იხარჯება დასავლური აზრის გასავრცელებლად საქართველოში“- ამის...
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი ხელისუფლების და საზოგადოების მობილიზებაა საჭირო, რომ არ დავუშვათ პროვოკაციები ქვეყანაში
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი და პარტიის რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე მცხეთის, დუშეთის, ყაზბეგისა და თიანეთის ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებს და...
„ქართული ოცნების“ სტრატეგიული კომუნიკაციების სამსახური „სტუდია მონიტორს“ პასუხობს – მიზანმიმართულად ხელის შემშლელი და ცენზურასთან გათანაბრებულ გარემოპირობებში, ყველა ლეგიტიმურ გზას გამოვიყენებთ, რომ საზოგადოებას მივაწოდოთ სიმართლე
„ქართული ოცნების“ სტრატეგიული კომუნიკაციების სამსახური „სტუდია მონიტორის“ მიერ გავრცელებულ მანიპულაციურ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც, „ფეისბუკის ოფიციალური მონაცემებით, აპრილში მამუკა მდინარაძემ...
ტატო გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონია
თბილისის საკრებულოში გამართულ სხდომაზე საკრებულოს წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ ოპოზიციონერ კოლეგებს მიმართა: „ილია ჭავჭავაძე რომ გქონდეთ წაკითხული რომელიმეს, გეცოდინებოდათ რა დაწერა:...