ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი საერთო ეროვნული ამოცანა უნდა იყოს ძლიერი თავდაცვის ძალების შექმნა

Read Time:43 Second

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმს რადიო „იმედის“ გადაცემაში, „კვირის პოლიტიკა“ სხვა აქტუალურ საკითხებთან ერთად თავდაცვის ძალებში მიმდინარე მოდერნიზაციის, შეიარაღების განახლების პროცესზე ისაუბრა, რაც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებასა და ნატოს სტანდარტებთან კიდევ უფრო დაახლოებას ისახავს მიზნად.

მინისტრმა სამხედრო მოსამსახურეებზე ზრუნვის ფარგლებში გასულ წელს განხორციელებული სამუშაოები და დანერგილი სიახლეებიც გაიხსენა.

„წინა წელს მთავარი აქცენტი მქონდა ყოფითი პრობლემების მოგვარებაზე: კვება, აღჭურვილობა, ფორმები, ფეხსაცმელი, ინფრასტრუქტურა, ყაზარმები, ბინათმშენებლობა, რომელიც მახათას მთაზე დავიწყეთ. წელს მთავარი აქცენტი შეიარაღების სისტემების შეძენასა და საბრძოლო მზადყოფნაზე მექნება. გამოწვევების გათვალისწინებით, უნდა ვიზრუნოთ თანამედროვე შეიარაღების შესყიდვაზე – იქნება ეს არტილერია, საჰაერო თავდაცვა, თანამედროვე დრონების სისტემა, სადაზვერვო საშუალებების განვითარება, თუ სხვა მიმართულება. ეს ყველაფერი საკუთარი სახელმწიფოს გაძლიერებასა და რა თქმა უნდა, ჩვენი ჯარის გაძლიერებას, თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას ემსახურება“.

თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ჯარი ნებისმიერი სუვერენული სახელმწიფოს მთავარი ატრიბუტია, რომლის გაძლიერებაზე სახელმწიფო მუდმივად უნდა ზრუნავდეს. ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის ძალების განვითარების გრძელვადიან, ათწლიან გეგმაზეც ისაუბრა, რომლის შემუშავებაში ამერიკელი პარტნიორების ჩართულობა და დახმარება აღნიშნა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ღარიბაშვილი ჯარის მიმართ ცილისმწამებლურ კამპანიაზე: მე არ ვაძლევ საბაბს არც ოპოზიციას და არც არავის, რომ რაიმე კრიტიკული თქვან და იგონებენ სისულელეებს
Next post დავით ზალკალიანს კოლეგები სხვადასხვა ქვეყნიდან ვიცე-პრემიერისა და საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავენ