ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ შეგვეძლება, მთელი რესურსის მობილიზება მოვახდინოთ მხოლოდ განვითარებაზე და ოპოზიციური არხებისა და „ნაცმოძრაობის“ მიერ შექმნილი დესტრუქციული დღის წესრიგი მშვიდად და მტკიცედ შევცვალოთ

Read Time:47 Second

ჩვენ სრული მობილიზება უნდა მოვახდინოთ, რათა ყველა მუნიციპალიტეტში, ყველა ქალაქში გავიმარჯვოთ დამაჯერებლად; ეს ასეც იქნება, ჩვენ ამაში ღრმად ვართ დარწმუნებულები იმიტომ, რომ “ქართულ ოცნებას” არ ჰყავს ალტერნატივა ქვეყანაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ ბაღდათის მერობის კანდიდატის, კახა ენუქიძის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, „ქართული ოცნება“ არის ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც შესწევს უნარი, გააგრძელოს ქვეყნის მშვიდობიანი და დემოკრატიული მმართველობა და განვითარება.

„მომდევნო წლების განმავლობაში, ამ არჩევნების შემდეგ, 3 წელი, მოგეხსენებათ, რომ აღარ იქნება არჩევნები და ჩვენ შეგვეძლება, მთელი რესურსით მოვახდინოთ მობილიზება მხოლოდ განვითარებაზე, მხოლოდ საქმეზე და მხოლოდ შრომაზე, რომ ეს დესტრუქციული ნარატივი და დღის წესრიგი, რომელიც არის შექმნილი ჩვენი ოპოზიციური არხების მიერ და რეალურად, დესტრუქციული ძალის, „ნაცმოძრაობის“ მიერ, ნელ-ნელა, მშვიდად, მტკიცედ უნდა შევცვალოთ და მოსახლეობას მხოლოდ და მხოლოდ საქმეზე უნდა ველაპარაკოთ და ვაჩვენოთ რეალური საქმე. დღეს, რა თქმა უნდა, მთავარი პრობლემა ქვეყანაში არის უმუშევრობა და ეკონომიკური სიდუხჭირე. ეს არის გამოწვევა და ამაზე უნდა მოვახდინოთ მთელი რესურსების მობილიზება და კონცენტრირება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კახა კალაძე – ევროკავშირიდან სესხის აღების აუცილებლობა ამ ეტაპზე არ არსებობს, თუ იქნება, მივმართავთ
Next post ირაკლი ღარიბაშვილი: მთავრობისთვის პრიორიტეტული მიმართულებაა ხარისხიანი განათლება, ხარისხიანი ჯანდაცვა