ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ მილიონზე მეტმა ამომრჩეველმა გამოგვიცხადა ნდობა და 2024 წლამდე ჩვენ გვაქვს მანდატი, ვმართოთ ეს ქვეყანა
„ქართული ოცნების“ მმართველობის 8-წლიანი პერიოდი არის ის ერთადერთი უიშვიათესი გამონაკლისი, როცა ქვეყანას არ ჰქონია ომი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მესტიაში, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის, კაპიტონ ჟორჟოლიანის წარდგენისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა კოდორის ხეობაში განვითარებული მოვლენები გაიხსენა და აღნიშნა, რომ წინა ხელისუფლებამ თავი ვერ აარიდა უმძიმეს პროვოკაციას.
„ვიმყოფებით რა ამ გამორჩეულ კუთხეში, მინდა გავიხსენო კოდორის ხეობა, რომელიც მოღალატეობრივად, ამას პირდაპირ უნდა დაერქვას სახელი, სააკაშვილმა და მისმა ხელისუფლებამ გადასცეს მტერს და ოკუპანტს. მათ ვერ აარიდეს ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს ასეთ უმძიმესი პროვოკაცია, რომელიც მომზადებული იყო რუსეთის მხრიდან. ეს ყველამ იცოდა, მეგობრებო. იცოდა თითოეულმა ქართველმა, ამ კუთხეში მცხოვრებმა, ცხინვალის და ცხინვალის გარშემო სოფლებში მცხოვრებმა ყველა მოქალაქემ, რომ მზადდებოდა უდიდესი ანტისახელმწიფოებრივი პროვოკაცია, მაგრამ მაშინ იმის მაგივრად, რომ მათ საყოველთაო განგაში აეტეხათ, მოეწვიათ ევროპელი ლიდერები, ჩაერთოთ მთელი მსოფლიო, გაერო და საერთაშორისო თანამეგობრობა, მათ უბრალოდ, ამას, რა თქმა უნდა, ისტორია თავის სახელს დაარქმევს, მაგრამ, კიდევ უფრო მოღალატეობრივი სახე აჩვენეს, ასეთი მძიმე პროვოკაციის თავიდან არიდების ნაცვლად, როცა ომში მიატოვეს ჩვენი ჯარისკაცები და მიწაზე გართხმულმა დაკარგული სახე აჩვენა მთელს მსოფლიოს. ეს ჩვენი მძიმე წარსულია და მე აღარ მინდა ამის თაობაზე ბევრი ვისაუბრო თქვენთან, მაგრამ ჩემი დღევანდელი გამოსვლით მათ ვახსენებ, თუ ვინ არიან ისინი. დღეს, ვუყურებთ რა მათ საარჩევნო კამპანიას, გამოდიან შემდეგი ლოზუნგებით, რომ 2021 წლის მოახლოებული არჩევნები, თურმე არის რეფერენდუმი. კარგად, რომ გავარჩიოთ, რას გულისხმობენ ისინი. 2020 წლის არჩევნებში, ჩვენმა გუნდმა მეშვიდედ, დამაჯერებლად, ღირსეულად გაიმარჯვა. ჩვენ მილიონზე მეტმა ამომრჩეველმა გამოგვიცხადა ნდობა და მოგვცა მანდატი, რომელსაც ჩვენ აუცილებლად ძლიერად დავიცავთ და ბოლომდე მივიყვანთ ამ მანდატს. 2024 წლამდე ჩვენ გვაქვს მანდატი, ვმართოთ ეს ქვეყანა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
მამუკა მდინარაძე: რა პარლამენტის შენობაში არიან უმრავლესობის დეპუტატები, ხომ უნდა მოგაფიქრდეს?! – უჩა აბაშიძის მორალის ხალხია ოპოზიცია
საიდან გაიგეს არ ვიცი, უბრალოდ, რამდენიმეს ჯაგრისი და პიჟამები დარჩენია, დაბრუნდებიან მალე და ყველა იქ იქნება. არანორმალურები არიან, საოცრებაა, წარმოუდგენელი...
ნიკა გვარამია: “ჩვენი გეგმაა, დეპუტატები ვერ შეიკრიბონ და ვერ მიიღონ ის კანონი, რომელსაც იღებენ – გამოვა არ გამოვა, ჩვენ უნდა გავაკეთოთ ჩვენი”
პარტია "ახალი"-ს ლიდერი ნიკა გვარამია პარლამენტთან მიმდინარე აქციას შეუერთდა ადა აცხადებს, რომ მათი გეგმაა, საპარლამენტო უმრავლესობას არ მისცენ ხვალ შეკრების...
მამუკა მდინარაძე ბუაძის განცხადებაზე: უბრალოდ რამდენიმე დეპუტატს კბილის ჯაგრისი და პიჟამები დარჩენია, დაბრუნდებიან ახლა მალე და ყველა პარლამენტში იქნება
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე გამოეხმაურა საბა ბუაძის განცხადებას, რომელიც ამტკიცებს, რომ დეპუტატები უკვე პარლამენტის შენობაში არიან. ამ თემაზე კომენტარი...
რატი ბრეგაძე: პროფესორი გაიფიცოს, ლექცია არ ჩაუტაროს სტუდენტს, რომელიც ცოდნის მისაღებად უნივერსიტეტს ფულს უხდის, კატეგორიულად მიუღებელია
ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე სოციალურ ქსელში წერს. „პროფესორი გაიფიცოს და ლექცია არ ჩაუტაროს სტუდენტს, რომელიც ცოდნის მისაღებად...
პატრიარქის მიმართვა მრევლს: ყოველდღე თქვით ეს სადიდებელი და შეავედრეთ უფალს ჩვენი ქვეყანა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორეს მიმართვა მრევლს. პატრიარქი მიმართავს მრევლს „შევთხოვოთ ყოვლისშემძლე და ყოვლადძლიერ ღმერთს, რომ, საქართველოც გადაარჩინოს და მშვიდობითა...
შალვა პაპუაშვილი: ლგბტ პროპაგანდა სულ უფრო მეტად იკიდებს ფეხს სამყაროში, ვხედავთ, როდესაც რაღაცის დამკვიდრება ხდება სხვაგან, შემდეგ ის საქართველოშიც ინაცვლებს – ამიტომ, საჭიროდ ჩავთვალეთ, ეს საკითხი მოვაწესრიგოთ
„ჩვენი დაკვირვებაა, რომ ლგბტ პროპაგანდა სულ უფრო და უფრო მეტად იკიდებს ფეხს სამყაროში, ცვლის ტრადიციულ ურთიერთობას, ქცევის წესებს, გარკვეულწილად ცვლის...