ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენს მოსახლეობას არ სჭირდება არც რევოლუციები, არც ომი და არავინ და ვერავინ ვერ შეძლებს ქაოსის და დესტაბილიზაციის შემოტანას ჩვენს ქვეყანაში

Read Time:30 Second

„ქართული ოცნება“ არის ის ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელმაც შეძლო და უზრუნველყო გრძელვადიანი მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება ჩვენი მოქალაქეების და ქვეყნის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, „ქართული ოცნების“ ხელვაჩაურის მერობის კანდიდატის ზაზა დიასამიძის წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ყველა პროექტების განხორციელებას სჭირდება სიმშვიდე და სტაბილურობა.

„ჩვენს მოსახლეობას არ სჭირდება არც რევოლუციები, არც ომი და არავინ და ვერავინ ვერ შეძლებს ქაოსის და დესტაბილიზაციის შემოტანას ჩვენს ქვეყანაში. ამის გარანტი არის ჩვენი ძლიერი გუნდი და ჩვენი ერთობა. „ქართული ოცნება“ არის ის ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელმაც შეძლო და უზრუნველყო გრძელვადიანი მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება ჩვენი მოქალაქეების და ქვეყნის“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post იენს სტოლტენბერგი – „თალიბანის“ მიერ ავღანეთის ასეთი სისწრაფით დაკავება მოულოდნელი იყო, რატომ მოხდა, რომ ძალებმა, რომლებსაც ვწვრთნიდით, ვერ გაწიეს წინააღმდეგობა
Next post თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, საქართველოში 500 ფლაკონი „ტოცილიზუბამი“ შემოვიდა