ირაკლი ღარიბაშვილი: ყოფილი მოძალადე ხელისუფლება დღემდე აცხადებს პრეტენზიას ხელისუფლებაში დაბრუნებაზე, მაგრამ ავიწყდებათ, რომ „ქართული ოცნება“ არის ძლიერი ხელისუფლება და ჩვენ არ დავუშვებთ არავითარ არეულობას ქვეყანაში
სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს, რომ ჯერ კიდევ ძალადობს ყოფილი მოძალადე ხელისუფლება, რომელიც დღემდე აცხადებს პრეტენზიას ხელისუფლებაში დაბრუნებაზე. თუმცა, რა თქმა უნდა, მათ კარგად იციან, რომ არჩევნების გზით ხელისუფლებაში დაბრუნების თეორიული შანსიც კი არ აქვთ, 0% არსებობს მათი ხელისუფლებაში დაბრუნების, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ სამტრედიის მერობის კანდიდატის დავით ბახტაძის წარდგენისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ერთადერთი გზა იმისთვის, რომ მათ როგორმე პრობლემა შეუქმნან ქვეყანას, არის სწორედ დესტაბილიზაციის, რევოლუციის და არეულობის გზა, რაც არის მათი ხელწერა.
„მაგრამ მათ ავიწყდებათ, რომ „ქართული ოცნება“ არის ძლიერი მტკიცე ხელისუფლება და ჩვენ არ დავუშვებთ არავითარ პროვოკაციას და არეულობას ქვეყანაში. ჩვენ ჩვენი საქმით დავამტკიცეთ, რომ ვართ ხალხზე ორიენტირებული, გვაქვს პასუხისმგებლობა ჩვენი ხალხისა და ჩვენი ქვეყნის წინაშე. ასე, ამ სულისკვეთებით გავაგრძელებთ წინსვლას და ჩვენი ქვეყნის განვითარებას. ჩვენს მოსახლეობას რაც ყველაზე მეტად აწუხებს, ეს არის უმუშევრობა, ეკონომიკური სიდუხჭირე და განვითარება. ხალხს სჭირდება პროგრესი, მშვიდობა და სტაბილური გარემო. ამისთვის საჭიროა ძლიერი, დემოკრატიული ხელისუფლება და რაც მთავარია, ხალხზე ორიენტირებული პოლიტიკა, პროგრამები და საქმე. ამ მიზნით ბოლო წლებში ჩვენ არაერთი პროგრამა განვახორციელეთ, იქნებოდა ეს სოფლის მეურნეობის მიმართულებით, „აწარმოე საქართველოში“, „შეღავათიანი აგროკრედიტი“, „დანერგე მომავალი“ და უამრავი სხვა, რითაც ჩვენმა ათასობით მოქალაქემ ისარგებლა. ახლა ჩვენი მიზანია, ეს პროგრამები მაქსიმალურად გავაფართოოთ, კიდევ უფრო მასშტაბური გავხადოთ, რათა მოიცვას მთელი ქვეყანა და თანაბრად განვავითაროთ, თითოეული ქალაქი, სოფელი, მუნიციპალიტეტი. განვითარება უნდა შევიტანოთ ყველა რეგიონში, ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში, ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი საზრუნავი. ჩვენი მთავარი კონკურენტი არის სწორედ გაჭირვება და სიღარიბე, რომელიც ყველამ ერთად უნდა დავამარცხოთ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
გია მურღულია: გიყვარდეს – არ ითამაშო. მხოლოდ მაშინ შეიძლება, ყველაფერს აზრი მიეცეს
გიყვარდეს - არ ითამაშო. მხოლოდ მაშინ შეიძლება, ყველაფერს აზრი მიეცეს,- ამის შესახებ ფილოლოგი გია მურღულია სოციალურ ქსელში წერს. „ნაცნობი მელოდია...
დიმიტრი ხუნდაძე: ჩინეთთან ურთიერთობა არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი, როგორც შუა დერეფნის ერთ-ერთი აქტიური წარმომადგენლის და მნიშვნელოვანი აქტორის
საქართველოს ჩინეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა ჟურნალისტებთან „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა დიმიტრი ხუნდაძემ. როგორც მან აღნიშნა, საქართველო გეოგრაფიულად წარმოადგენს გზაჯვარედინს...
ნიკა გვარამია: ან გააუქმეთ ეს კანონი, ან ბოლომდე აიღეთ პასუხისმგებლობა – ესაა ზურაბიშვილის ვეტოს შინაარსი და ეს სწორი, გონივრული გადაწყვეტილებაა
„ოცნება“ ვერანაირ განხილვაში ვერ შევა, ვერც საზოგადოებას ვერ ჩაითრევს ფსევდოპროცესში და ვერც ევროპელებს მოატყუებს კანონის ფსევდოგამოსწორებით,- ამის შესახებ პარტია "ახალი"-ს...
ეს არის რუსული ვეტო, უარგუმენტო, არაფრის მთქმელი, უშინაარსო, ანტიეროვნული და საკუთარი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო – დავით მათიკაშვილი
ეს არის რუსული ვეტო, უარგუმენტო, არაფრის მთქმელი, უშინაარსო, ანტიეროვნული და საკუთარი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის...
მიხეილ სააკაშვილი: თურქეთს, მხარდაჭერის იმედით, საქართველოს სახელისუფლებო დელეგაცია ეწვია – როგორც ადრე, თურქეთი ახლაც ისტორიის სწორ მხარეს დგას
“თურქეთს, მხარდაჭერის იმედით, საქართველოს სახელისუფლებო დელეგაცია ეწვია. მასპინძლების პასუხი იყო, რომ ყველაფერი მშვიდობიანად და ქართველი ხალხის ინტერესების სასარგებლოდ უნდა დამთავრდეს.”...
მარიამ ლაშხი 4 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებზე: ნებისმიერ სუვერენულ ქვეყანაში მსგავსი ტიპის აქტივობა არის დიპლომატიური სკანდალის საფუძველი – მოვუწოდებ, კიდევ ერთხელ გადაავლონ თვალი რა ტიპის მიტინგზე მიიღეს მათ მონაწილეობა
ნებისმიერ სუვერენულ ქვეყანაში მსგავსი ტიპის აქტივობა არის დიპლომატიური სკანდალის საფუძველი, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, მარიამ...