ირაკლი ღარიბაშვილი – ქვეყნის გამოწვევაა ოკუპაცია, უმუშევრობა, სიღარიბე, ძალისხმევა სწორედ ამ პრობლემების გადაჭრისკენ უნდა იყოს მიმართული და არა უშინაარსო პოლიტიკურ კინკლაობაზე

Read Time:54 Second

ოკუპაციის შემდეგ ჩვენი მოსახლეობის გამოწვევაა ეკონომიკა, სიდუხჭირე, უმუშევრობა, სიღარიბე და ჩვენი ერთიანი ძალისხმევა სწორედ ამ მიმართულებით უნდა მივმართოთ. ამ პრობლემების გადაჭრაზე უნდა იყოს მიმართული ჩვენი მთავარი აქცენტი და არა უსაგნო, უშინაარსო პოლიტიკურ კინკლაობასა და ურთიერთდაპირისპირებაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ქვეყანაში მნიშვნელოვანი გამოწვევებია სიღარიბის კუთხით, რომელიც მომდევნო წლებში ეტაპობრივად უნდა გადაიჭრას.

„ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება ეკონომიკის განვითარების გრძელვადიანი გეგმის შემუშავება და წარმოდგენა. მთავრობის სხდომაზე დღეს ჩვენ დავამტკიცებთ საკითხს, რომელიც ეხება სახელმწიფო კომისიის შექმნას. კომისია იმუშავებს უახლოესი სამი თვის განმავლობაში აღნიშნული ეკონომიკური განვითარების გეგმაზე და პირველ დოკუმენტს წარმოადგენს მაისის ბოლოს. კომისიაში მონაწილეობას მიიღებს ყველა დაინტერესებული პირი, მათ შორის კერძო სექტორის წარმომადგენლები, მოწვეული ექსპერტები, ასევე მივმართავთ თხოვნით პარლამენტს, რომ შესაბამისი დარგობრივი კომიტეტების წარმოამდგენლები ჩაერთონ მუშაობაში. ჩვენი ამოცანა იქნება, თითოეული მიმართულებით, რაც შეიძლება სწრაფად დაიდოს კონკრეტული გრძელვადიანი განვითარების გეგმა. ოკუპაციის შემდეგ, ჩვენი მოსახლეობის გამოწვევაა ეკონომიკა, სიდუხჭირე, უმუშევრობა, სიღარიბე და ჩვენი ერთიანი ძალისხმევა სწორედ ამ მიმართულებით უნდა მივმართოთ. ერთიანი ძალისხმევით, ძალიან სწრაფად ამ პრობლემების გადაჭრაზე უნდა იყოს მიმართული ჩვენი მთავარი აქცენტი და არა უსაგნო, უშინაარსო პოლიტიკურ კინკლაობასა და ურთიერთდაპირისპირებაზე“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დავით ზალკალიანმა ის ქვეყნები დაასახელა, რომლებთანაც საქართველოს მოქალაქეების ლეგალური დასაქმების საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს
Next post პრემიერ-მინისტრის ინიციატივით იქმნება სახელმწიფო კომისია, რომელიც ეკონომიკის განვითარების გრძელვადიან გეგმაზე იმუშავებს