ირაკლი ღარიბაშვილი: ქართველი ხალხისა და საქართველოს მთავრობის სახელით ღრმა მწუხარებას გამოვხატავ ისრაელში მომხდარი უბედური შემთხვევის გამო

Read Time:36 Second

ქართველი ხალხისა და საქართველოს მთავრობის სახელით ღრმა მწუხარებას გამოვხატავ ისრაელში მომხდარი უბედური შემთხვევის გამო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ Twitter-ზე წერს.

„ძალიან დამამწუხრა ისრაელში, მერონის მთაზე მომხდარმა უბედურმა შემთხვევამ, რომელმაც ადამიანების სიცოცხლე შეიწირა. ქართველი ხალხისა და საქართველოს მთავრობის სახელით ღრმა მწუხარებას გამოვხატავ და თანავუგრძნობ გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს, ხოლო დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ.

ჩვენი ფიქრები და ლოცვები ებრაელი ხალხისკენ არის მიმართული”, – წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

ისრაელში რელიგიურ ფესტივალზე მომხდარ ჭყლეტას ათობით ადამიანი ემსხვერპლა, 100-ზე მეტი კი დაშავდა. ბოლო მონაცემებით, სულ მცირე 44 ადამიანია გარდაცვლილი.

შემთხვევა მერონის მთაზე მოხდა, სადაც ლაგ ბა-ომერის ფესტივალი იმართებოდა. შეზღუდვების მიუხედავად, იქ ათობით ათასი ადამიანი შეიკრიბა.

თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ უბედური შემთხვევა ნაგებობის ჩამონგრევას მოჰყვა, თუმცა მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ჭყლეტა მოხდა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post სალომე სამადაშვილი: თუ პრეზიდენტი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებს ვეტოს არ დაადებს, ჩვენი იდეაა, რომ ახალი ცვლილებები დავაინიციროთ
Next post ისრაელი: „მწვანე გზატკეცილი“