სამშაბათი, მარტი 11, 2025

ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, რობინ დანიგანს შეხვდა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, რობინ დანიგანს შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავებას და ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერების მნიშვნელობას.

ირაკლი ღარიბაშვილმა რობინ დანიგანს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი აშშ-ის მხარდაჭერისთვის და აგრეთვე, ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის არაერთი მიმართულებით.

პარტიის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა, რომ ქვეყნის ევროატლანტიკური კურსი კონსტიტუციით არის განსაზღვრული და ეს კურსი შეუქცევადია.

შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს საქართველოსა და რეგიონში მიმდინარე პროცესებზე და უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე. ხაზი გაესვა მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

გამკაცრების პოლიტიკა პრობლემას ვერ აღმოფხვრის – ლანა გალდავა ნარკოპოლიტიკის რეფორმაზე

ქვეყანაში ნარკოპოლიტიკა მკაცრდება. პარლამენტი ანტინარკოტიკული რეფორმისთვის ემზადება. ცვლილებები ერთდროულად რამდენიმე კანონში შევა და ის შეეხება, როგორც რეალიზატორებს, ასევე მომხმარებლებს.სასჯელები მკაცრდება ყველა სახის ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციისთვის, მცირე ოდენობით ნარკოტიკის გაყიდვისთვისაც კი სასჯელი 12-დან 20 წლამდე ან უვადო იქნება.განისაზღვრება ნარკოვაჭრობისა და ნარკომოვაჭრის ცნება, თუ პირს დაუდასტურდება მოხმარების ფაქტი ან ის თავს აარიდებს შემოწმებას, მას სამი წლით მართვის მოწმობას ჩამოართმევენ, ხუთი წლით კი საჯარო სამსახურში და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის უფლებას.დაანონსებულ ცვლილებებს აკრიტიკებს ოპოზიცია, მმართველ გუნდში კი ე.წ. "ლიბერალური ნარკოპოლიტიკის’’ მძიმე შედეგებზე საუბრობენ.”ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის” წევრის, ლანა გალდავას განცხადებით, გამკაცრების პოლიტიკა ნარკორეალიზაციის და მოხმარების პრობლემას ვერ აღმოფხვრის და საჭიროა პროფესიონალების გუნდთან ერთად შეიქმნას შესაბამისი ხედვა."მთავარი არის, რომ შემუშავდეს კვალიფიციური ხედვა ნარკოპოლიტიკის მიმართულებით, რაც მოიცავს გამკაცრების ღონისძიებების ნარკორეალიზატორების და მათი მფარველების მიმართულებით. ასევე, სააფთიაქო ნარკომანიის აღმოფხვრა.რაც შეეხება ნარკოდამოკიდებულ ადამიანებს, მათ სჭირდებათ მზრუნველობა და პრევენცია. საჭიროა პირველადი პრევენციის მექანიზმების გაჩენა. ეს არის აუცილებლად პროფესიონალების გუნდთან ერთად შესაქმნელი ხედვა და არ არის საჭირო გამკაცრების პოლიტიკა. ეს გამკაცრების პოლიტიკა პრობლემას ვერ აღმოფხვრის", - განაცხადა ლანა გალდავამ.

საქართველოს საზღვართან მიწისძვრა მოხდა

რუსეთში, საქართველოს საზღვართან ახლოს მიწისძვრა მოხდა.მიწისძვრის სიმძლავრემ, 4,2 მაგნიტუდა შეადგინა.

ალექსანდრე რაქვიაშვილი – არანაირი შანსი არ არის, რომ სალომე ზურაბიშვილის მეთაურობით რამე გამოვა

არანაირი შანსი არ არის, რომ სალომე ზურაბიშვილის მეთაურობით რამე გამოვა, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.„მე ბოლოს პრეზიდენტს შევხვდი ალბათ დაახლოებით ერთი წლის წინ. ამ შეხვედრაზეც დავაფიქსირე პოზიცია, რომ არ შეიძლება უბრალოდ რაღაც დოკუმენტების მიღება და აუცილებელია, საჯარო დისკუსია იყოს. ვთხოვე კიდეც პრეზიდენტს, რომ თუ მართლა უნდა, დაეხმაროს ოპოზიციას, უნდა იყოს ფასილიტატორი დისკუსიებისა და დებატების, მაგრამ ამის შემდეგ ჩვენ დავინახეთ, ქარტია რომ გააკეთეს და გინდა-არ გინდა, უნდა მოაწერო თურმე ხელი, თითქოს რაღაც ჭეშმარიტებაა, ლამის წმინდა წერილი. ჩვენ გვქონდა რაღაც ეჭვები, მაგრამ ეს საბოლოო ტესტი იყო იმისთვის, რათა მივმხვდარიყავით, რომ არანაირი შანსი არ არის, რომ სალომე ზურაბიშვილის მეთაურობით რამე გამოვა“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.ამ განცხადებით ალექსანდრე რაქვიაშვილმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რატომ არ ესწრება „გირჩი“ იმ შეკრებებს, რომელსაც სალომე ზურაბიშვილი მართავს.შეკითხვაზე, როგორ შეაფასებს ოპოზიციის ბარიერგადალახული პარტიების განცხადებებს, რომ სალომე ზურაბიშვილი არის ერთმნიშვნელოვნად ლიდერი და რომ მას ხალხმა ლეგიტიმაცია მისცა, სანდრო რაქვიაშვილმა კითხვითვე უპასუხა: „რითი დაიმსახურა?“„მე მოვისმინე, რომ რაღაც მორიგ საკოორდინაციო შტაბს აკეთებენ. წინათაც იყო არჩევნების წინ, იმის წინაც იყო ერთი და სამი ასეთი შტაბი მახსენდება ქალბატონი სალომეს ინიციატივით, მაგრამ რომელმა იმუშავა და რა კოორდინაცია მოხდა? ან ქარტიას რომ ხელი მოაწერეს, ვინმემ გაარჩია საერთოდ, რა წერია იმ დოკუმენტში? ან ამწუთას გეგმა რომ დადო ქალბატონმა სალომემ რამდენიმე კვირის წინ, ვინმემ ისაუბრა ამ გეგმის ადეკვატურობაზე საერთოდ? მე მგონია, რომ, როგორც მინიმუმ, რაც არ უნდა იყოს ამის მიზეზი, მთელი ეს აქტივობა სალომე ზურაბიშვილის ირგვლივ არის მცდელობა, რომ ხალხის მუხტი მოკლან“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.

ჯასტინ ტრიუდომ კანადის პარლამენტის სხდომის დასრულების შემდეგ დარბაზიდან საკუთარი სკამი გაიტანა

კანადის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრიუდომ პარლამენტის სხდომის დასრულების შემდეგ დარბაზიდან საკუთარი სკამი გაიტანა. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.ტრიუდოს ფოტო სოციალურ ქსელებში ძალიან სწრაფად გავრცელდა და პოპულარული გახდა.ცნობისთვის, კანადის პრემიერ-მინისტრი ლიბერალური პარტიის ლიდერი, ყოფილი ბანკირი მარკ კარნი გახდება. იგი ჯასტინ ტრიუდოს უახლოეს კვირებში ჩაანაცვლებს.

მარკო რუბიო – ვითარების სამხედრო გადაწყვეტა არ არსებობს, რუსებს არ შეუძლიათ, დაიპყრონ მთელი უკრაინა და უკრაინისთვის რთული იქნება აიძულოს რუსები, დაბრუნდნენ იქ, სადაც 2014...

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო აცხადებს, რომ უკრაინისთვის რთული იქნება რუსების დაბრუნება იმ ტერიტორიებზე, სადაც ისინი 2014 წელს იყვნენ. ამის შესახებ მარკო რუბიომ ჟურნალისტებთან განაცხადა.რუბიოს თქმით, ამ ომის დასასრულებლად დათმობებზე წასვლა ორივე მხარეს მოუწევს.„ვფიქრობ, ორივე მხარემ უნდა გაიგოს, რომ ამ ვითარების სამხედრო გადაწყვეტა არ არსებობს. რუსებს არ შეუძლიათ, დაიპყრონ მთელი უკრაინა და აშკარაა, რომ უკრაინისთვის ძალიან რთული იქნება ნებისმიერი გონივრული დროის პერიოდში აიძულოს რუსები, დაბრუნდნენ უკან იქ, სადაც ისინი 2014 წელს იყვნენ“, – აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.რუბიომ ასევე აღნიშნა, რომ აუცილებელი იქნება რუსეთთან მომავალ მოლაპარაკებებში იმის განსაზღვრა, თუ რისი დათმობა სურთ მათ.

ბოლო სიახლეები