ირაკლი ღარიბაშვილი: სამწუხაროდ, უკრაინის ხელისუფლების მიერ გაცხადებული მიზანი პირდაპირ კოორდინაციაში, თანხვედრაში მოდის „მეხუთე კოლონის“ მიზნებთან, მათ ზრახვებთან, გეგმებსა და ქმედებასთან

Read Time:1 Minute, 16 Second

სამწუხაროდ, უკრაინის ხელისუფლების მიერ გაცხადებული მიზანი პირდაპირ კოორდინაციაში, თანხვედრაში მოდის „მეხუთე კოლონის“ მიზნებთან, მათ ზრახვებთან, გეგმებსა და ქმედებასთან- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს.

მთავრობის მეთაურის თქმით, ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ არსებობს შეთქმულება, ე.წ უკრაინიზაციის გეგმა, ე.წ მეორე პოლიგონის გახსნის და მეორე ფრონტის გახსნის გეგმა.

„ რაც შეეხება ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს. ქალბატონმა აქუბარდიამ სწორედ აღნიშნა, ჩვენი ქვეყნის 20% არის ოკუპირებული და ჩვენი ქვეყნის ისტორიულ მიწებზე დგას ოკუპანტი ქვეყნის ჯარები. რეალური საფრთხე დღეს ჩვენი ქვეყნის წინაშე არის სწორედ ის გეგმა, შეთქმულება, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ არსებობს, ეს არის ე.წ უკრაინიზაციის გეგმა, ე.წმეორე პოლიგონის გახსნის და მეორე ფრონტის გახსნის გეგმა. მე მინდა ყველას შევახსენო, რომ დღეს ჩვენი ქვეყანა ჯერ-ჯერობითარ არის არც ევროკავშირის წევრი ქვეყანა და არც ნატოს წევრი, ჩვენ არ გვაქვს არავითარი უსაფრთხოების გარანტიები და კიდევ ვიმეორებ, ჩვენი ქვეყნის 20% არის ოკუპირებული ნომერ პირველი ბირთვული ძალის მიერ. ასევე, მინდა შეგახსენოთ სხვა ფაქტებიც, ძვირფასო დეპუტატებო, სამწუხაროდ, უკრაინის ხელისუფლების მიერ გაცხადებული მიზანი პირდაპირ კორელაციაში და კოორდინაციაში მოდის, თანხვედრაში მოდის, მე არ მოვერიდები ამის თქმას, „მეხუთე კოლონის“ მიზნებთან, მათ ზრახვებთან, გეგმებთან, ქმედებასთან. ქალბატონმა თეონამ შემახსენა და მომიწოდა, რომ მესაუბრა ქვეყნის შიგნით მოქმედ მტრულ ძალებზე. მაშინ ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან მიამიტი, რომ იმ საფრთხეებზე, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას, ამ საფრთხეებზე თვალი დავხუჭოთ და არ ვისაუბროთ. რა თქმა უნდა, მე არ ვაპირებ ამას, პირიქით, მინდა დღეს ჩვენს მოსახლეობას, ჩვენს ხალხს მაქსიმალური ინფორმაცია მივაწოდო, ჩვენს დეპუტატებს და შემდეგ კითხვები დაგისვათ თქვენ, თუ თქვენ სად დგახართ აიასეთ ვითარებაში, ამ გამოწვევებით აღსავსე დროს“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post პრემიერი: მიზანი სააკაშვილის შემოსვლისა იყო ნიადაგის და ფონის მომზადება, რომ საქართველოშიც დაწყებულიყო ომი. რა თქმა უნდა ეს გეგმა ჩაუვარდათ, ჩვენი ქვეყნის შიდა და გარე მტრებმა წააგეს
Next post რატი ბრეგაძე: „ნაციონალური მოძრაობა“ არ ტოვებს არცერთ შანსს იმისას, რომ არ გამოიყენოს ამ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა და პატიმრობა იმისთვის, რომ რაიმე ფორმით მოახდინოს საკუთარი რეინკარნაცია