ირაკლი ღარიბაშვილი: საიდან შემოვიდა სააკაშვილი, ძალიან მალე ჩვენს მოსახლეობას დეტალურად მოვუყვებით, მაგრამ მოუყვება არა პრემიერ-მინისტრი, არამედ ჩვენი საგამოძიებო უწყებები

Read Time:1 Minute, 27 Second

საიდან შემოვიდა სააკაშვილი, ძალიან მალე ჩვენს მოსახლეობას დეტალურად მოვუყვებით, მაგრამ მოუყვება არა პრემიერ-მინისტრი, არამედ ჩვენი საგამოძიებო უწყებები, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა „იმედის კვირაში“ განაცხადა.

პრემიერის თქმით, არავითარი კითხვა მისი მართლმსაჯულების წინაშე წარდგენასთან დაკავშირებით არ იქნება, და ეს მოხდება უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად.

„მას შემდეგ, რაც ციხეში აღმოჩნდა ვაჟბატონი, კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რამდენად საშიშ ადამიანთან გვაქვს საქმე. თვითონ საშიშ კი არ არის, ავად არის ეს კაცი, ჩვეულებრივი ავადმყოფია და მას სჭირდება მკურნალობა. კატასტროფაა, რომ ეს კაცი იყო პრეზიდენტი 9 წლის განმავლობაში. შემთხვევითი არ არის,რომ 9 წლის განმავლობაშ არყევდა ქვეყანას და ახლა ბოლო 9 წელი. 18 წელია არყევს ქვეყანას და ეს კაცი მუდმივად არის დესტაბილიზაციის წყარო. დამისახელეთ რევოლუციით მოსულ კაცს, ვის მოუტანია შენება და პროგრესი. მოიტანა ნგრევა და ომი, ტერიტორიები დაკარგა, ადამიანები ჩახოცა, ათასობით ადამიანი დასაჯა და გააუბედურა. ესშმაკი არ ასვენებს ამ ადამიანს და იქნებ ციხეში დაისვენოს.

ჩვენთვის ტვირთი და გამოწვევა სააკაშვილი იყო იუთუბ არხებზე ჩართვებიით და ტელეხიდებით. რატომ? ერთი, რომ უკრაინასთან გვიფუჭებდა ურთიერთობას და მეორე – ყველა დაიღალა. დაიღალა მთელი ქვეყნის მოსახლეობა. სააკაშვილი ან უნდა დაგვეწირა, ან წასულიყო პოლიტიკიდან. ეს კაცი პოლიტიკიდან არ მიდის, ბოდიშს არ იხდის, არ ითხოვს შეწყალებას. მადლობა მიშას, რომ ჩამოვიდა თავისი ფეხით და თავისი ნებით საქართველოში.

ვფიქრობ, რომ იდეალურად დაჯდა და დავსვით ყველაფერი, ვინაიდან, „ნაციონალური მოძრაობა“ ამის შემდეგ როგორ უნდა განვითარდეს, ვერ წარმომიდგენია. ბოლო იმედი იყო სააკაშვილი. ბოლო რესურსი ჩადეს ამ არჩევნებისთვის. ჩამოვიდა და პირდაპირ ციხეში შევიდა, ისე, რომ ვერაფერი გააკეთა. მე ვფიქრობ, რომ ის ძალიან კომფორტულად იქნება. ჩვენ მაქსიმალურ კომფორტს შევუქმნით მას ციხეში და არავითარი კითხვა მისი მართლმსაჯულების წინაშე წარდგენასთან დაკავშირებით არ იქნება, ჩვენ ამას გავაკეთებთ უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად. ჩვენ ისე არ მოვექცევით და ვექცევით ოპონენტებს, როგორც ისინი იმსახურებენ და ექცეოდნენ თავის ოპონენტებს, მაგრამ ჩვენ ვართ დემოკრატია, აბსოლუტურად გამჭვირვალე პროცესია და პირველივე საათიდან ადვოკატიც შევიდა, მნახველებიც ჰყავს და პრობლემა არ იქნება არავითარი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი კობახიძე „ნაცმოძრაობზე“: ყველაფერს გავაკეთებთ კანონმდებლობისა და გონიერების ფარგლებში, იმისთვის რომ ეს მახინჯი პოლიტიკური ძალა საბოლოოდ ჩანაცვლდეს ჯანსაღი ძალებით
Next post დავით ზალკალიანი: ჩემი ვარაუდია, რომ სააკაშვილმა საზღვრის კვეთისას უკრაინის კანონმდებლობაც დაარღვია