ირაკლი ღარიბაშვილი: როგორ შეიძლება, რეფერენდუმი გამოაცხადოს 20%-იანმა პარტიამ და მათზე მიკედლებულმა 2-3%-იანმა პარტიებმა – ჩვენ მილიონზე მეტმა ამომრჩეველმა მოგვცა მანდატი, ვმართოთ ქვეყანა 4 წლის განმავლობაში
„ცრუ პროპაგანდა აქვთ მოგონილი და მათი პროპაგანდისტული მანქანა მუშაობს; გამოაცხადეს რეფერენდუმი, წარმოიდგინეთ, რამხელა ფარსია თვითონ ეს სიტყვა – როგორ შეიძლება, რეფერენდუმი გამოაცხადოს 20%-იანმა პარტიამ და მათზე მიკედლებულმა 2-3%-იანმა პარტიებმა, ზოგს საერთოდ 1%-იც კი არ აქვს გადალახული”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ თიანეთის მერობის კანდიდატის, ლევან წიკლაურის წარდგენისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, მათი მთავარი ამოცანაა, როგორმე მობილიზება გაუკეთონ 20 თუ 25%-ს.
„თუნდაც მათი განცხადებები, რომ რეფერენდუმია და რაღაც სასწაული ხდება, ამ დროს არაფერი ხდება. ჩვენ კარგად ვიცით, რომ ეს არის თვითმმართველობის არჩევნები, ხალხი ირჩევს მუნიციპალიტეტის მერებს, რომელ რეფერენდუმზეა საერთოდ საუბარი. ჩვენ, „ქართულ ოცნებას“ მილიონზე მეტმა ამომრჩეველმა დაუჭირა მხარი და მოგვცა მანდატი, ვმართოთ ქვეყანა 4 წლის განმავლობაში, ასე, რომ არავის მივცემთ უფლებას, მილიონი ამომრჩევლის არჩევანი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს. ჩვენ ძალიან მშვიდად, მტკიცედ ჩავატარებთ არჩევნებს და მომდევნო 3 წელი ქვეყანაში არ იქნება არჩევნები. 2024 წელს ჩატარდება მომდევნო საპარლამენტო არჩევნები. მანამდე, ქვეყანამ უნდა გააგრძელოს განვითარება. განვითარება, განვითარება და განვითარება – ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი საქმე და მიზანი ყველა რეგიონში, ყველა სოფელსა და მუნიციპალიტეტში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
საქართველოს პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა
საქართველოს პარლამენტი უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ განცხადებას ავრცელებს. „საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023...
თეა წულუკიანი: 100-ჯერ და 1000-ჯერ იყო ახსნილი, არგუმენტებით, მკაფიოდ და გასაგებად, ეს არის ქართული კანონი ერთადერთი ვალდებულებით, ყველა ორგანიზაციამ, ვისაც ეს ეხება, წელიწადში ერთხელ დეკლარაცია შეავსოს
„რაც არ უნდა რბილ გამონათქვამად მოეჩვენოს ეს ვინმეს, დასანანია ეს ყოველივე, იმიტომ რომ ასჯერ და ათასჯერ იყო ახსნილი, არგუმენტებით, მკაფიოდ...
მამუკა მდინარაძე: ხვალ დილით მიკეთებენ ოპერაციას ხერხემალზე, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ 84-ე ხმა ჩემია
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა, რომ პარლამენტის დღევანდელ სხდომას ჯანმრთელობის გამო არ ესწრებოდა. „დილით ფეხი ვეღარ დავდგი,...
VIDEO: „ეს არის კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს და ემსახურება 100 % -ით საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს…“ – ლადო მგალობლიშვილი
„ეს არის კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს და ემსახურება 100 % -ით საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს...“ - ამის შესახებ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა,...
ირაკლი კობახიძე: იშიფრება 15-მდე ახალგაზრდული ორგანიზაცია, რომელიც პირდაპირ დატრენინგებულია ძალადობისთვის
კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, რადიკალური ოპოზიცია უკვე ამდენი წელია, ყოველ წელს ცდილობს სამოქალაქო დაპირისპირებას და ეს სცენარი მათ გამზადებული ჰქონდათ არჩევნების შემდგომი...
მიხეილ სარჯველაძე: “სასწრაფოების რაოდენობა საკმარისზე მეტი იყო – მათი შრომა ძალიან დასაფასებელია”
„სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებთან დაკავშირებით, ერთგვარი, კამპანია გაჩაღდა უმიზეზოდ. გარკვეული ადამიანების მხრიდან, გაჟღერდა ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს, ადგილზე, ხელმიუწვდომელი იყო...