ირაკლი ღარიბაშვილი – რაც დრო გავა, ჩვენი ხალხი კიდევ უფრო მეტად დაინახავს, რომ ჩვენ თუ რაიმეს ვაკეთებთ ან გვინდა, გავაკეთოთ, ყველაფერი შეესაბამება მსოფლიო პრაქტიკასა და ტენდენციებს

Read Time:43 Second

ჩვენი ხალხი ხედავს და დაინახავს კიდევ უფრო მეტად, რაც დრო გავა, რომ ჩვენ თუ რაიმეს ვაკეთებთ ან გვინდა, რომ გავაკეთოთ, ყველაფერი მოდის შესაბამისობაში იმ მსოფლიო პრაქტიკასთან, იმ ტენდენციებთან, რომელიც დღეს მთელ ევროპასა და მთელ მსოფლიოში ვითარდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილს კითხვა დაუსვეს „ევროპის სახალხო პარტიის“ ჯგუფის წევრების ინიციატივაზე, რომლებმაც განაცხადეს, რომ უნდა შეიქმნას ამერიკული FARA-ს ევროპული ანალოგი.

„ეს არის ორმაგი სტანდარტი. ჩვენი ხალხი ხედავს და დაინახავს კიდევ უფრო მეტად, რაც დრო გავა, რომ ჩვენ თუ რაიმეს ვაკეთებთ ან გვინდა, რომ გავაკეთოთ, ყველაფერი მოდის შესაბამისობაში იმ მსოფლიო პრაქტიკასთან, ტენდენციებთან, რომელიც დღეს მთელ ევროპასა და მთელ მსოფლიოში ვითარდება. აი, თქვენ ახსენეთ EPP-ის ინიციატივა, რომელიც უკავშირდება ამერიკული კანონის, ე.წ. FARA-ს ანალოგის შემოღებას, რომელიც გახდება სავალდებულო ევროკავშირისთვის. ჩვენ ამ პროცესს, ამ ინიციატივის განხილვას ყურადღებით დავაკვირდებით და, რა თქმა უნდა, ამის შემდეგ გავაკეთებთ ჩვენს შეფასებებს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ხათუნა სამნიძე: ლესბი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი ადამიანების უფლებებიც არის ადამიანების უფლებები და ნახსენები უნდა იყოს ადამიანის უფლებათა სტრატეგიაში
Next post კობა ჭუმბურიძე-საქმე ის კი არაა, ვინ უფრო ისტერიკულად შეაგინებს პუტინს, არამედ ვინ რა შედეგი დატოვა. თუ ასეთი ყოჩაღები იყვნენ, კოდორი რად გადააბარეს თოფის გაუსროლელად, მანამდე კი იქაური ქართველებიც განაიარაღეს? ახლა რა შეიცვალა? აღარ დგანან ტანკები თბილისიდან ერთ გასროლაზე?