ირაკლი ღარიბაშვილი: რაც არ უნდა ილაპარაკონ მათ, რომ ციხის კადრები დადგმულია, ყველამ ყველაფერი ძალიან კარგად ვიცით, საქართველო პატარა ქვეყანაა და ყველამ ვიცით, ვის რა შეეხო, ვის რა უბედურება გადახდა

Read Time:1 Minute, 12 Second

გუშინ ჩემ გამოსვლაში ვთქვი, რომ ჩვენ ისე არ მოვექცევით და არ მოვექეცით მათ, როგორც ისინი იმსახურებენ. მტრებს არ ექცევიან ისე, როგორც ისინი ექცეოდნენ ჩვენს მოსახლეობას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ყველამ იცის, რომ სააკაშვილის ხელისუფლება ბოროტად იყენებდა ძალა-უფლებას და ჩაგრავდა საკუთარ ხალხს.

„მე გუშინ ჩემს გამოსვლაში ვთქვი, რომ ჩვენ ისე არ მოვექეცით და არ მოვექცევით მათ, როგორც ისინი იმსახურებენ, როგორც ისინი ექცეოდნენ ჩვენს მოსახლეობას, ჩვენს თანამოქალაქეებს, როგორც მტრებს, ისე ექცეოდნენ. მტრებს არ ექცევიან ისე, როგორც ისინი ექცეოდნენ ჩვენს მოსახლეობას. დღეს „ფეისბუქზე“ გავრცელებული იყო ფოტოები, რა იყო, რა დაგვხვდა, რა მდგომარეობა იყო ციხეებში. საშინელება, ჯოჯოხეთი, რა პირობებში აცხოვრებდნენ პატიმრებს, ერთ პატარა ოთახში ერთი საათის განმავლობაში ეძინათ. მათ შორის ამას ემატებოდა ყოველ დღე ცემა, შეურაცხყოფა, დამცირება. მორგში, გარდაცვლილ ადამიანთან რომ შეიყვან პატიმარს და დააბამ, ამაზე მეტი რა უნდა იყოს.

რაც არ უნდა ილაპარაკონ მათ, რომ ციხის კადრები დადგმულია, ტყუილია და დეზინფორმაციაა, ყველამ ყველაფერი ძალიან კარგად ვიცით. საქართველო პატარა ქვეყანაა და ყველამ ვიცით, ვის რა შეეხო, ვის რა უბედურება გადახდა და ვის როგორ ექცეოდნენ. ჩვენ კი არა, მთელმა მსოფლიომ აღიარა და საჯაროდ დაგმო. ამერიკაში, ევროპაში ყველგან იციან, რომ სააკაშვილის ხელისუფლება ბოროტად იყენებდა ძალაუფლებას და ჩაგრავდა საკუთარ ხალხს. აქედან გამომდინარე, უსუსური მცდელობაა, რომ თითქოს ეს დადგმულია. რა არის დადგმული, ვეკითხები ამ ადამინებს, კარანტინის დაშლა დადგმულია? „დუბინკით“ გაუპატიურების ფაქტები, სასტიკად მოპყრობა, ცემა, ეს არის დადგმული? ეს ხომ რეალობაა, ეს ხომ ჩვენ ყველამ ვნახეთ. მთელმა მსოფლიომ იხილა ეს ამაზრზენი, შოკის მომგვრელი კადრები“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კახა კალაძე – ნიკა მელიას ჩრდილოვანი კაბინეტი არის პოლიტიკური ბლეფი
Next post შალვა პაპუაშვილი: აქამდე თუ მხოლოდ კვლევების და არჩევნების შედეგებს შორის 10%-იანი სხვაობით ვადასტურებდით, რომ #IPSOS უკრაინის კვლევა სინამდვილეში მანიპულაციაა, ახლა უკვე მტკიცებულებაც არსებობს