ირაკლი ღარიბაშვილი: რატომ ესხმიან თავს პატრიარქს, ეკლესიას, ჯარს, პოლიციას, ყველაზე მაღალრეიტინგულ, ავტორიტეტულ პირებს თუ ინსტიტუტებს?! იმიტომ, რომ კარგად იციან, რომ მშვიდობიან სიტუაციაში გამორიცხულია მათი ხელისუფლებაში დაბრუნება

Read Time:1 Minute, 29 Second

ჩვენი ოპონენტები და პირდაპირ რაღაც აპოკალიპტურ სურათს ქმნიან ყოველდღიურად ტელევიზიის მეშვეობით, თავს ესხმიან ყველა ინსტიტუტს, ეკლესიას, პატრიარქს, ინსტიტუტს, როგორიცაა პოლიცია, ჯარი, სასამართლო, ყველაფერი. არც ერთი წმინდა ადგილი არ დატოვეს მათი ეს გარყვნილი პროპაგანდისტული მანქანა რომ არ შეეხო, მაგრამ ხალხი ბრძენია და ძალიან კარგად არჩევს თეთრს და შავს, ტყუილს და სიმართლეს., – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ თიანეთის მერობის კანდიდატის, ლევან წიკლაურის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ხალხს სჭირდება მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება, კეთილდღეობა.

„ერთ წრეზე ვტრიალებთ, რა თქმა უნდა, ბევრს ვცდილობთ, რომ რაც შეიძლება მალე დავძლიოთ სიღარიბე და უმუშევრობა. აი სწორედ ეს გვჭირდება, რომ ჩვენი მოსახლეობა წელში გაიმართოს, ეკონომიკურად ძლიერი სახელმწიფო ავაშენოთ, მშვიდობა გვქონდეს და რაც მთავარია, ქვეყანა გავაერთიანოთ. როგორ წარმოუდგენია ვინმეს, რომ როცა თუნდაც ჩვენი, ჩვენს მიერ დროებით დაკარგულ აფხაზეთში და ოსეთში უყურებენ ასეთ არასტაბილურ პოლიტიკურ ვითარებას, უყურებენ როგორ დესტრუქციულად იქცევიან ჩვენი ოპონენტები და პირდაპირ რაღაც აპოკალიპტურ სურათს ქმნიან ყოველდღიურად ტელევიზიის მეშვეობით, თავს ესხმიან ყველა ინსტიტუტს, ეკლესიას, პატრიარქს, ინსტიტუტს, როგორიცაა პოლიცია, ჯარი, სასამართლო, ყველაფერი… არც ერთი წმინდა ადგილი არ დატოვეს მათი ეს გარყვნილი პროპაგანდისტული მანქანა რომ არ შეეხო, მაგრამ ხალხი ბრძენია და ძალიან კარგად არჩევს თეთრს და შავს, ტყუილს და სიმართლეს. აქ გვესწრებიან სასულიერო პირები და მე მინდა, მათდამი პატივისცემა დავადასტურო კიდევ ერთხელ. რატომ ესხმიან თავს პატრიარქს, ეკლესიას, ინსტიტუტებს – ჯარს, პოლიციას, ყველაზე მაღალრეიტინგულ, ავტორიტეტულ პირებს თუ ინსტიტუტებს?! იმიტომ, რომ მათ კარგად იციან, რომ მშვიდობიან პერიოდში და მშვიდობიან სიტუაციაში პრაქტიკულად გამორიცხულია მათი დაბრუნება ხელისუფლებაში. თეორიული შანსიც კი დაკარგეს და ერთადერთი გზა მათი, ჰიპოთეტურად ვთქვათ, ხელისუფლებაში დაბრუნების არის სწორედ არეულობა და რაღაც დესტრუქცია და რევოლუცია, არეულობის შემოტანა. იმ დროს არ უნდა იყოს არც ერთი ავტორიტეტი ქვეყანაში, არც ერთი ავტორიტეტული პირი, ინსტიტუტი – სწორედ ამას ემსახურება მიზანმიმართული, პროპაგანდისტული მუშაობა. ისინი იყენებენ ფაშისტურ პროპაგანდისტულ მეთოდებს. პირდაპირ უნდა ითქვას ასე, ასეც არის, რომ მუდმივად, ამ უწყვეტი პროპაგანდის რეჟიმში, მოსახლეობას მანამდე აჩვენებდნენ ჯოჯოხეთს სამოთხედ და ახლა პირიქით“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ქარსელაძე – ახალი გზისა და გვირაბის პირობებში ყაზბეგის 10 სოფლის მოსახლეობას არაერთი პრობლემა მოეხსნება
Next post დავით ნარმანია ენერგეტიკოსებსა და ეკონომისტებს პროფესიულ დღეებს ულოცავს