ირაკლი ღარიბაშვილი პოლიციელებს: თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის დამცველები, თქვენ უზრუნველყოფთ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხობას და თითოეული მოქალაქის მშვიდ ძილს, კანონის უზენაესობას

Read Time:43 Second

მინდა, მადლობა გითხრათ თქვენი სამსახურისთვის, თავდადებისთვის, პროფესიონალიზმისთვის, გმირობისთვის. ჩემთვის დიდი პატივი იყო თქვენი მინისტრობა, თქვენთან ერთად მუშაობა და თქვენთან ერთად ჩვენი ქვეყნისა და ხალხის მსახურება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პოლიციელის პროფესიულ დღესთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, შს მინისტრობა მის პოლიტიკურ საქმიანობაში ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი და დასამახსოვრებელი პერიოდი იყო.

„მე ყველაზე კარგად გავიგე იმ დროს, თუ რას ნიშნავს იყო პოლიციელი, მე ძალიან კარგად ვიცი, თუ რაოდენ მძიმე არის თქვენი შრომა. 24-საათიანი სამსახური ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინაშე. ამისთვის მადლობას გეუბნებით. თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის დამცველები. თქვენ უზრუნველყოფთ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხობას და თითოეული მოქალაქის მშვიდ ძილს, კანონის უზენაესობას, საზოგადოებრივ წესრიგს. სამწუხაროდ, ბევრი თქვენგანი შეეწირა ამ გმირულ საქმიაონობას და მე ქედს ვიხრი იმ გმირი პოლიციელების ხსოვნის წინაშე, ვინც ყველაზე ძვირფასი – საკუთარი სიცოცხლე შესწირა ჩვენს ქვეყანას და სამსახურეობრივი მოვალეობის დროს თავი გაწირა ღირსეულად ჩვენი ხალხისა და ქვეყნისთვის“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ვახტანგ გომელაური: სამინისტროში მიმდინარე რეფორმების პროცესში არსებითი მნიშვნელობა ენიჭება საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების – ევროკავშირისა და აშშ-ის მხარდაჭერას
Next post არჩილ თალაკვაძე გიორგი გახარიაზე: „ქართულ ოცნებას“ მაშველი რგოლი ნამდვილად არ სჭირდება