ირაკლი ღარიბაშვილი – პირველი იანვრიდან კერძო სექტორში დასაქმებულებისთვის დეკრეტული შვებულების პერიოდში დახმარება, 1 000 ლარის ნაცვლად, 2 000 ლარი გახდება

Read Time:30 Second

პირველი იანვრიდან კერძო სექტორში დასაქმებულებისთვის დეკრეტული შვებულების პერიოდში დახმარება, 1 000 ლარის ნაცვლად, 2 000 ლარი გახდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, დეკრეტული შვებულებების საკითხი საკმაოდ პრობლემატური იყო.

„ამის თაობაზე პარლამენტშიც მთხოვეს საკითხის გადაწყვეტა, გვქონდა მსჯელობა და გადავწყვიტეთ, რომ კერძო სექტორში დასაქმებულებისთვის დეკრეტული შვებულების პერიოდში გავაორმაგოთ დახმარება. პირველი იანვრიდან, 1 000 ლარის ნაცვლად, გახდება 2 000 ლარი. მანამდე გახსოვთ, რომ, სკოლის მასწავლებლების შემთხვევაში, გავითვალისწინეთ ზრდა და მომდევნო წლიდან სკოლის მასწავლებლები დეკრეტული შვებულების დროს სრულ ხელფასს მიიღებენ. ახლა უკვე კერძო სექტორში დასაქმებულებისთვისაც გადავწყვიტეთ და ეს დახმარება იქნება 2 000 ლარი“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ გადავწყვიტეთ, დავიწყოთ საბავშვო ბაღების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროგრამა, ჯამში, ეს პროგრამა დაგვიჯდება 1,3 მილიარდი ლარი
Next post გოგა ხაინდრავა: ჩვენ პოლიტსამეულს, კრილოვის იგავი დაედო საფუძვლადო – ლიაკას უთქვამს. „ლებედ“ – გედი თვითონ ყოფილა