ირაკლი ღარიბაშვილი: პერსონალური მონაცემების დაცვის სამსახურისა და საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელების კანდიდატების შესარჩევი საკონკურსო კომისიების პირველი სხდომები დღეს გაიმართება

Read Time:52 Second

ირაკლი ღარიბაშვილიპერსონალური მონაცემების დაცვის სამსახურისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელების კანდიდატების შესარჩევი საკონკურსო კომისიების პირველი სხდომები დღეს გაიმართება, რომელშიც კანონმდებლობის შესაბამისად მეც მივიღებ მონაწილეობას-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, მისთვის წარდგენილი კანდიდატებიდან, საქართველოს პარლამენტს ორ კანდიდატს წარუდგენს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ასარჩევად და ასევე, ორ კანდიდატს წარადგენს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ასარჩევად.

“როგორც იცით, კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ნაცვლად, 1 მარტიდან იქმნება ორი ახალი უწყება- პერსონალური მონაცემების დაცვის სამსახური და სპეციალური საგამოძიებო სამსახური. ამ სამსახურთა ხელმძღვანელების შესარჩევად, გამოცხადდება კონკურსები, უკვე შექმნილია კანდიდატების შესარჩევი ორივე საკონკურსო კომისია, რომელთა პირველი სხდომები დღეს გაიმართება, რომელშიც მეც მივიღებ მონაწილეობას კანონმდებლობის შესაბამისად. იმ კრიტერიუმთაგან, რომლითაც კომისიები იხელმძღვანელებენ, მნიშვნელოვანია მართლმსაჯულების ან სამართალდამცავი ორგანოების სისტემაში ან ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება. რაც შეეხება ეტაპებს, კონკურსის შედეგად, თითოეულ თანამდებობაზე შეირჩევა არანაკლებ 2 და არაუმეტეს 5 კანდიდატი. ჩემთვის წარმოდგენილი კანდიდატებიდან, საქართველოს პარლამენტს წარვუდგენ ორ კანდიდატურას სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ასარჩევად და ასევე, ორ კანდიდატს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ასარჩევად”,-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ნანი ბრეგვაძე ოკუპაციაზე: თქვენ იცით, რომ რუსეთში ამდენი ამბავი ხალხმა არ იცის? არავინ იცის, როგორ იქცევიან ისინი
Next post ირაკლი ღარიბაშვილი: მინისტრის დაპირების შესაბამისად, სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები ოჯახები ახალ საცხოვრებელ ფართებს წელს, წლის ბოლოს უპირობოდ მიიღებენ