ირაკლი ღარიბაშვილი პატრიარქთან შეხვედრაზე: სრული მხარდაჭერა და გვერდში დგომა აღვუთქვი ეკლესიას

Read Time:29 Second

ჩემთვის ყოველთვის დიდი პატივი და დიდი ბედნიერებაა უწმინდესთან შეხვედრა. დღევანდელი შეხვედრით მე კიდევ ერთხელ გამოვხატე ჩვენი დიდი პატივისცემა, მოკრძალება და სიყვარული ჩვენი პატრიარქის, მთლიანად ეკლესიისა და საპატრიარქოს მიმართ, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს ილია მეორესთან შეხვედრის შემდეგ ჟურანლისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, დღევანდელი დრო გამოწვევებით აღსავსეა და საზოგადოება ეკლესიისა და უშუალოდ პატრიარქის წინააღმდეგ უპრეცედენტო შეტევის მომსწრე გახდა.

„არნახული ცილისწამებების კასკადი ვიხილეთ და მოვისმინეთ, რაც აბსოლუტურად მიუღებელი და ანტისახელმწიფოებრივია. არის მტრული და არ ემსახურება ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ინტერესებს. მე, როგორც მთავრობის მეთაურმა. სრული მხარდაჭერა და გვერდში დგომა აღვუთქვი ეკლესიას და დავუდასტურე ჩემი მოკრძალებული პატივისცემა და სიყვარული“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post საქართველოში კორონავირუსი კიდევ 461 ადამიანს დაუდასტურდა, 163 კი გამოჯანმრთელდა
Next post კახა კალაძე: კომპრომისები გვაჩვენებს, ვის სურს ქვეყანაში სიმშვიდე, სტაბილურობა, განვითარება, წინსვლა