ირაკლი ღარიბაშვილი – პატიმარი სააკაშვილი არასოდეს იქნება პრივილეგირებული, სულ მცირე ექვსი წელი იჯდება ციხეში

Read Time:26 Second

ვინ უშლის ჭამას, რატომ შიმშილობს, ერთი მინდა, ვუთხრა ყველას, პატიმარი სააკაშვილი არასოდეს იქნება პრივილეგირებული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ცაგერში განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს ციხეებში რამდენიმე ათასი პატიმარი ზის და მზრუნველობა მათაც სჭირდებათ.

„პატიმარი სააკაშვილი არაფრით არის განსხვავებული, გარდა იმისა, რომ მას ბევრად უფრო მასშტაბური დანაშაულები აქვს ჩადენილი ჩვენი ქვეყნის წინაშე, ვიდრე სხვა დანარჩენ პატიმრებს. ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის და ჩვენი მომავლის წინაშე, როგორიც არის ოკუპაცია, ქვეყნის ტერიტორიების დაკარგვა და ათასობით ადამიანის განადგურება. სააკაშვილი სულ მცირე ექვსი წელი იჯდება ციხეში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ბასილაშვილი ვენის ტურნირზე ითამაშებს
Next post ირაკლი კობახიძე – „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ხდება კრიმინალებისთვის ხელის დაფარება, ეს არის მათი რეალური სახე