ირაკლი ღარიბაშვილი: ოპოზიციის ამოცანაა პროვოკაციების მოწყობა და იმ უბედურების განმეორება, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომში მათ ვერ აირიდეს

Read Time:46 Second

უპასუხისმგებლობა და მავნებლობაა ის პოლიტიკა, ის უსარგებლო ხმაური, რასაც ჩვენი ოპონენტები აკეთებენ. არაფრის მომცემი, პირიქით ეს ეწინააღმდეგება ჩვენს ეროვნულ ინტერესებს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განაცხადა

მისი თქმით, ოპოზიციის ამოცანაა პროვოკაციების მოწყობა და იმ უბედურების განმეორება, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომში მათ ვერ აირიდეს.

ღარიბაშვილმა ასევე განაცხადა, რომ პარლამენტის რიგგარეშე სხდომის გამართვის საჭიროებას ვერ ხედავს.

„რა თქმა უნდა, არ მივალ. მე მაქვს ჩემი საქმე, პარლამენტს თავისი საქმე აქვს. ომი უკრაინაში მიმდინარეობს და ჩვენ რა თქმა უნდა, დიდი შეშფოთებითა და ყურადღებით ვაკვირდებით იქ განვითარებულ მოვლენებს.

უპასუხისმგებლობა და მავნებლობაა ის პოლიტიკა, ის უსარგებლო ხმაური, რასაც ჩვენი ოპონენტები აკეთებენ. არაფრის მომცემი, პირიქით ეს ეწინააღმდეგება ჩვენს ეროვნულ ინტერესებს. მათი ამოცანაა პროვოკაციების მოწყობა და იმ უბედურების განმეორება, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომში მათ ვერ აირიდეს.

2008 წლის ომში მაშინ, როცა ჩვენი გმირი ჯარისკაცები, ომობდნენ თავგანწირვით, მაშინდელი ხელისუფლება, კარგად გახსოვთ, ყოფილი მთავარსარდალი მიწაზე გართხმული, აჩვენა მთელ მსოფლიოს თავის სამარცხვინო საქციელი და პარლამენტის წევრები გარბოდნენ საზღვარგარეთ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post რუსეთისთვის ევროპის საბჭოში უფლებამოსილების შეჩერებას საქართველოს წარმომადგენლობამ ერთმნიშვნელოვნად მხარი დაუჭირა
Next post ვოლოდიმირ ზელენსკი: ჯო ბაიდენთან საუბარში სანქციების გამკაცრება, კონკრეტული თავდაცვითი დახმარება და ომის საწინააღმდეგო კოალიცია განვიხილეთ